პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც რამდენიმეწლიანი დაგეგმარებით არ მოქმედებს, ისინი გრძელვადიან პერსპექტივებზე არიან ორიენტირებულები - ლიანა ჯერვალიძე

ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტ ლიანა ჯერვალიძის განცხადებით, ჩინეთი გრძელვადიან პერსპექტივაზე მუშაობს და ცენტრალური აზიის, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის მომცველ 220-მილიონიან ბაზარზე მასშტაბურ ეკონომიკურ პროექტებს ავითარებს.

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე განმარტავს, რომ ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წლიანი დაგეგმარებით არ მოქმედებს და ისინი გრძელვადიან პერსპექტივებზე არიან ორიენტირებულები.

როგორც ექსპერტმა "დებატების" ეთერში აღნიშნა, ჩინეთს ჯერ კიდევ 2012-15 წლებში ჰქონდა ხედვა იმ რეგიონზე, რომელიც მოიცავს ცენტრალურ აზიას, კავკასიას და აღმოსავლეთ ევროპას.

"ჩინეთი არის ქვეყანა, მმართველობა, რომელიც 1; 2; 3 და 10 წლის დაგეგმარებით არ მუშაობს. ისინი მუშაობენ გრძელვადიან პერსპექტივებზე.

ერთ მაგალითს გეტყვით: 2012-ში გაიხსნა ხორგუსის სავაჭრო ზონა, შემდეგ კი, 2015-ში, მშრალი პორტიც, პარალელურად მიდიოდა ჩინეთის თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან - აბსოლუტურად პარალელურად. შეიქმნა 16+1 - ფორმატი, აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გაერთიანება, რომლის ამოცანაც იყო ამ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, განვითარების ბანკის შექმნა, რომელიც ბაზირებული უნდა ყოფილიყო ბუდაპეშტში. შემდეგ ამ პროექტიდან 17 აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნიდან ყველა იყო აბსოლუტურად, მათ შორის, ბალკანეთის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები გავიდნენ მხოლოდ და 2018-19 წლებში არა წევრად, არამედ მიუერთდნენ ინდივიდუალურად იტალია და პორტუგალია. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ შავი ზღვით პირდაპირ ვუყურებთ იმ სივრცეს, რომელზეც აქცენტი გააკეთა ჩინეთმა ჯერ კიდევ, წარმოიდგინეთ, ლაპარაკი არის 2012-15, აი Belt and Road ინიციატივა რომ დაიწყო, ამის პარალელურად, მათი ხედვა იყო მთლიანად რეგიონის. ეს არ იყო ცალკეული სეგმენტების ხედვა, მათი ხედვა იყო მთლიანად რეგიონის. რეგიონი, რომელიც მოიცავს ცენტრალური აზია, კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა - ეს არის 220-მილიონიანი მოსახლეობის ბაზარი და განვითარების პერსპექტივა. მათი ხედვა არის, ისევ ვიმეორებ, აი, ეს არის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი დიდი ეკონომიკური, სავაჭრო პროექტების განვითარება", - განაცხადა ლიანა ჯერვალიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლაშა კასრაძე აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრაზე: „ეს სამეული თუ შეხვდება ერთმანეთს – და იმედია, რომ შეხვდებიან – ჩემი აზრით, ეს ჩვენნაირი ქვეყნისთვის დადებითი მხრივ იქნება გამოსაყენებელი“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები