რომან კაკულია: კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით ითქვა, რომ ყველა ახალმა ქვეყანამ, რომელსაც გაწევრიანების სურვილი აქვს, თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ევროპული უსაფრთხოების საკითხში, ეს რუსეთთან დაპირისპირების გარდა არაფერს ნიშნავს
რომან კაკულია აცხადებს, რომ კანდიდატი ქვეყნებისგან ევროპულ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის მოთხოვნა რუსეთთან დაპირისპირების გარდა არაფერს ნიშნავს. მისი თქმით, ბრიუსელთან დიალოგის აღსადგენად დროა საჭირო.

კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით ითქვა, რომ ყველა ახალმა ქვეყანამ, რომელსაც გაწევრიანების სურვილი აქვს, თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ევროპული უსაფრთხოების საკითხში, ეს რუსეთთან დაპირისპირების გარდა არაფერს ნიშნავს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ მარტა კოსის განცხადებასა და ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულ ურთიერთობებზე საუბრისას.
მისივე თქმით, თუ საკუთარი წვლილის შეტანა ევროპის უსაფრთხოებაში არის მოთხოვნილი, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთთან დაპირისპირების საქმეში უნდა შეიტანონ წვლილი.
„მომავალში ევროკავშირთან ურთიერთობა უნდა გავაგრძელოთ ისე, როგორც ვისაუბრებდით იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ცვლილება, როგორიც, მაგალითად, ამერიკაში მოხდა. სანამ საფრანგეთსა და გერმანიაშიც არ მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელსაც შეეძლება თქვას, რომ ის იყო ჩემი წინამორბედის მიდგომა და არა ჩემი, ეს სიტუაცია არ შეიცვლება, თუ ეს არ შეცვალა ძალიან მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ.
საქართველოს და ბრიუსელს შორის დიალოგის აღსადგენად, პირველ რიგში, საჭიროა დრო. ცალკე ქვეყნებთან მუშაობაც კარგი გზაა, თუმცა ეს შეიძლება იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი საერთო სიტუაციის გასაუმჯობესებლად. საკუთარ თვალსაზრისებზე უარის თქმა პოლიტიკურად არის ძალიან მძიმე. ეკონომიკური კონტექსტში ევროპისთვის საქართველოს საჭიროება ყველამ იცის“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.
ციტატები სტატიიდან
„მომავალში ევროკავშირთან ურთიერთობა უნდა გავაგრძელოთ ისე, როგორც ვისაუბრებდით იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ცვლილება, როგორიც, მაგალითად, ამერიკაში მოხდა. სანამ საფრანგეთსა და გერმანიაშიც არ მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელსაც შეეძლება თქვას, რომ ის იყო ჩემი წინამორბედის მიდგომა და არა ჩემი, ეს სიტუაცია არ შეიცვლება, თუ ეს არ შეცვალა ძალიან მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ. საქართველოს და ბრიუსელს შორის დიალოგის აღსადგენად, პირველ რიგში, საჭიროა დრო. ცალკე ქვეყნებთან მუშაობაც კარგი გზაა, თუმცა ეს შეიძლება იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი საერთო სიტუაციის გასაუმჯობესებლად. საკუთარ თვალსაზრისებზე უარის თქმა პოლიტიკურად არის ძალიან მძიმე. ეკონომიკური კონტექსტში ევროპისთვის საქართველოს საჭიროება ყველამ იცის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.