სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქი წირვას აღავლენს
14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სვეტიცხოვლობისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა აღევლინება. საპატრიარქოს ცნობით, მსახურებას წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან.

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.
წირვას დაესწრებიან სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები და უცხოეთიდან ჩამობრძანებული სტუმრები.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიასვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შეასრულებს სადღესასწაულო წირვას და ასევე თანამსახურნი იქნებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებული სასულიერო პირები - დეკანოზი იაკობ მახნიშვილი
სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი და ჩვენი გული და საუნჯე ნამდვილად არის სვეტიცხოველი და უფლის ცხოველმყოფელი კვართი - ვარკეთილის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური
პატრიარქი: სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში შეკრებილნი ერთობით ვადიდებთ უფალს, დიდია დღეს ჩვენი სიხარულის და მადლიერების მიზეზი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…