პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

სვეტიცხოვლობისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება და მცხეთობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს
იმედინიუსი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.

წირვას დაესწრებიან სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები.

ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება. მცხეთობასთან დაკავშირებით, მცხეთის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის გალა-კონცერტი და საპატიო მცხეთელის დაჯილდოების ცერემონიალი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოსვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქი წირვას აღავლენს
  2. რუსთავი 2სამთავრობოდღეს კათოლიკოს-პატრიარქი შეასრულებს სადღესასწაულო წირვას და ასევე თანამსახურნი იქნებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებული სასულიერო პირები - დეკანოზი იაკობ მახნიშვილი
  3. რუსთავი 2სამთავრობოსადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი და ჩვენი გული და საუნჯე ნამდვილად არის სვეტიცხოველი და უფლის ცხოველმყოფელი კვართი - ვარკეთილის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური
  4. რუსთავი 2სამთავრობოპატრიარქი: სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში შეკრებილნი ერთობით ვადიდებთ უფალს, დიდია დღეს ჩვენი სიხარულის და მადლიერების მიზეზი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები