ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს უმასპინძლა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, საპატრიარქო რეზიდენციაში მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს უმასპინძლეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქები და წმინდა სინოდის წევრები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს უმასპინძლა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს უმასპინძლაPOSTV

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ამა წლის 13 ოქტომბერს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

დელეგატთა შორის ბრძანდებოდა პრეშოვის მთავარეპისკოპოსი, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი.

ასევე შემდეგი ეკლესიების დელეგაციები:

მსოფლიო საპატრიარქო – ესპანეთისა და პორტუგალიის მიტროპოლიტი ბესარიონი, ფლორინის, პრესპებისა და ეორდეას მიტროპოლიტი ირინეოსი და არქიმანდრიტი ბოსფორიოსი (მაგარასი).

იერუსალიმის საპატრიარქო – კაპიტოლიადის მიტროპოლიტი ისიხიოსი;

მოსკოვის საპატრიარქო – ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი გიორგი, თანმხლებ პირებთან ერთად;

სერბეთის საპატრიარქო – ბუდიმლია-ნიკშიჩის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი მეთოდე, რემესიანის ეპისკოპოსი სტეფანე, დიაკვნები: ნიკოლა მასნიკოსა, ოგნენ ტეშანოვიჩი და ბატონი ნიკოლა კოვაჩი;

რუმინეთის საპატრიარქო – ტარგოვიშტეს მთავარეპისკოპოსი ნიფონი – საპატიო მიტროპოლიტი და საპატრიარქო ეგზარქოსი და დიაკონი ეუსებიო ბრატუ;

ბულგარეთის საპატრიარქო – მიტროპოლიტი ანტონი, ველიჩკიატის ეპისკოპოსი სიონი და მღვდელ-მონაზონი ილარიონი. ასევე: იულიან ანგელოვი, დავით ქობლიანიძე და გიორგი ჟორდანია.

ალბანეთის სამთავარეპისკოპოსო – აპოლონიისა და ფიერის მიტროპოლიტი ნიკოლა და ჰასან კაპაჟი;

ჩეხეთისა და სლოვაკეთის სამიტროპოლიტო – არქიმანდრიტი სერაფიმე (შემიატოვსკი), პროფესორი სტეფან პრუჟინსკი და ივეტა აპოსტუ.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მოწვევისთვის, ხაზგასმით აღნიშნეს საიუბილეო თარიღის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ღრმა პატივისცემა გამოხატეს საქართველოს, მისი მრავალსაუკუნოვანი ეკლესიისა და სულიერი მემკვიდრეობის მიმართ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და სხვა პირები.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამა წლის 13 ოქტომბერს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. დელეგატთა შორის ბრძანდებოდა პრეშოვის მთავარეპისკოპოსი, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი. ასევე შემდეგი ეკლესიების დელეგაციები: მსოფლიო საპატრიარქო – ესპანეთისა და პორტუგალიის მიტროპოლიტი ბესარიონი, ფლორინის, პრესპებისა და ეორდეას მიტროპოლიტი ირინეოსი და არქიმანდრიტი ბოსფორიოსი (მაგარასი). იერუსალიმის საპატრიარქო – კაპიტოლიადის მიტროპოლიტი ისიხიოსი; მოსკოვის საპატრიარქო – ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი გიორგი, თანმხლებ პირებთან ერთად; სერბეთის საპატრიარქო – ბუდიმლია-ნიკშიჩის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი მეთოდე, რემესიანის ეპისკოპოსი სტეფანე, დიაკვნები: ნიკოლა მასნიკოსა, ოგნენ ტეშანოვიჩი და ბატონი ნიკოლა კოვაჩი; რუმინეთის საპატრიარქო – ტარგოვიშტეს მთავარეპისკოპოსი ნიფონი – საპატიო მიტროპოლიტი და საპატრიარქო ეგზარქოსი და დიაკონი ეუსებიო ბრატუ; ბულგარეთის საპატრიარქო – მიტროპოლიტი ანტონი, ველიჩკიატის ეპისკოპოსი სიონი და მღვდელ-მონაზონი ილარიონი. ასევე: იულიან ანგელოვი, დავით ქობლიანიძე და გიორგი ჟორდანია. ალბანეთის სამთავარეპისკოპოსო – აპოლონიისა და ფიერის მიტროპოლიტი ნიკოლა და ჰასან კაპაჟი; ჩეხეთისა და სლოვაკეთის სამიტროპოლიტო – არქიმანდრიტი სერაფიმე (შემიატოვსკი), პროფესორი სტეფან პრუჟინსკი და ივეტა აპოსტუ. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მოწვევისთვის, ხაზგასმით აღნიშნეს საიუბილეო თარიღის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ღრმა პატივისცემა გამოხატეს საქართველოს, მისი მრავალსაუკუნოვანი ეკლესიისა და სულიერი მემკვიდრეობის მიმართ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და სხვა პირები. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს“
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?