პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ლენტეხსა და ცაგერში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა. გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, პედაგოგთა დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა
რუსთავი 2

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ბაია კვიციანმა მასწავლებლებს მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, პედაგოგების პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგულება მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.

დაჯილდოების ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ინიციატივის მიზანია მასწავლებელთა მრავალწლიანი საქმიანობისა და პროფესიული ღვაწლის დაფასება, ასევე განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გივი მიქანაძემ ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები