ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა

განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ონისა და ამბროლაურის ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა. უწყების ცნობით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცარუსთავი 2

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ბაია კვიციანმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში მათ წვლილზე ისაუბრა.

დაჯილდოების ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ინიციატივის მიზანია მასწავლებელთა მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასება და განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარება

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?