პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძემ ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია ქუთაისში გაიმართება.

გივი მიქანაძემ ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
რუსთავი 2

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები, მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

გივი მიქანაძემ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია 27 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში გაიმართება.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ქუთაისში ჩავატაროთ.

ვფიქრობ, რომ ქუთაისი, როგორც მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი, დამსახურებულად და ძალიან ღირსეულად უმასპინძლებს ამ განსაკუთრებულ ღონისძიებას”, - განაცხადა მინისტრმა.

გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო.

საუბარი შეეხო სასკოლო ფორმებს, განახლებულ სახელმძღვანელოებს, რეპეტიტორიუმის შემოღებას, ღირებულებითი განათლების კლუბებსა და სკოლებში STEAM საგნების სწავლების გაძლიერებას.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა PISA-ს 2025 წლის საერთაშორისო კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე და აღნიშნულ წარმატებაში პედაგოგების მნიშვნელოვან როლსა და დამსახურებას გაუსვა ხაზი.

შეხვედრის დასასრულს მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასკოლო საზოგადოების წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები