ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გივი მიქანაძემ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები მრავალწლიანი საქმიანობისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმები და PISA-ს კვლევის შედეგები გააცნო.

გივი მიქანაძემ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
გივი მიქანაძემ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვარუსთავი 2

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

მინისტრმა მასწავლებლებს პროფესიისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული ინიციატივები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა PISA-ს 2025 წლის საერთაშორისო კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და ამ კუთხით პედაგოგების მნიშვნელოვან როლსა და დამსახურებას გაუსვა ხაზი.

ღონისძიებას ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას ემსახურება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.