ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ზვიად გაბისონიამ გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა და მადლობის სიგელები გადასცა. მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მსგავსი დაჯილდოებები მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ყველა რეგიონში ტარდება.

ზვიად გაბისონიამ გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
ზვიად გაბისონიამ გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვარუსთავი 2

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს წარმატება უსურვა და განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა მოსწავლეთა მხარდაჭერისა და მათ განვითარებაზე ყოველდღიური ზრუნვისთვის და ხაზი გაუსვა მასწავლებლის განსაკუთრებულ დამსახურებას მომავალი თაობის ცოდნის, უნარებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში.

ღვაწლმოსილ პედაგოგების დაჯილდოებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას ემსახურება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.