ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შემოქმედებითი საქართველოს, კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა ანიმაციური ფილმი "როცა ზღვა იყო მშვიდი"

კულტურის სამინისტრო

მამუკა ტყეშელაშვილმა სოხუმის ომამდელ ცხოვრებაზე ახალი ანიმაციური ფილმი „როცა ზღვა იყო მშვიდი“ შექმნა. სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით შექმნილი ნამუშევრის საჯარო ჩვენებები არქივის კინოდარბაზში 16 და 17 ოქტომბერს გაიმართება.

შემოქმედებითი საქართველოს, კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა ანიმაციური ფილმი "როცა ზღვა იყო მშვიდი"
შემოქმედებითი საქართველოს, კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა ანიმაციური ფილმი "როცა ზღვა იყო მშვიდი"რუსთავი 2

შემოქმედებითი საქართველოს, კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა ანიმაციური ფილმი "როცა ზღვა იყო მშვიდი".

ქართველი ანიმაციის რეჟისორის, სცენარისტისა და ვიზუალური არტისტის, მამუკა ტყეშელაშვილის ახალი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „როცა ზღვა იყო მშვიდი“ სოხუმის ომამდელ ცხოვრებას, ბავშვობის მოგონებებს, ნოსტალგიას, პირველ სიყვარულსა და დაკარგული სახლის დაბრუნების სურვილს ეხება. ფილმი სოხუმის ისტორიას არა დოკუმენტური ქრონიკის, არამედ ერთი ბავშვის პირადი მოგონების საშუალებით გვიყვება.

2026 წელს შექმნილი 18-წუთიანი ფილმი თოჯინური სტოპ-მოუშენისა და ამოჭრილი ფორმებით შექმნილი ანიმაციის ტექნიკას აერთიანებს.

ფილმის პრემიერა „ანესის“ საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე შედგა, სადაც მოკლემეტრაჟიანი ფილმების მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.

ფილმის შემოქმედებითი გუნდი:

რეჟისორი: მამუკა ტყეშელაშვილი

პროდიუსერი: ვლადიმერ კაჭარავა

ფილმის დახურული ჩვენება გაიმართება 15 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ძმები კაკაბაძეების ქუჩა# 2, საქართველოს კინოაკადემიის განახლებულ დარბაზში.

16 და 17 ოქტომბერს ფილმის ნახვის შესაძლებლობა ფართო აუდიტორიასაც ექნება

ანიმაციის საჯარო ჩვენებები არქივის კინოდარბაზში გაიმართება

16 ოქტომბერი - 20:00 საათი

17 ოქტომბერი - 15:00, 16:00 და 17:00 საათზე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?