ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა კვიჟინაძე: ხელფასები და პენსიები ფასებზე მეტად იზრდება

ქართული ოცნება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ ხელფასები და პენსიები ფასებზე მეტად იზრდება. მისი თქმით, დეპუტატის ხელფასის 1080 ლარით ზრდა ბიუჯეტს 1.3 მლნ ლარი დაუჯდება, ხოლო პენსიის თითო ლარით მატება — 11 მლნ ლარი.

პაატა კვიჟინაძე: ხელფასები და პენსიები ფასებზე მეტად იზრდება
პაატა კვიჟინაძე: ხელფასები და პენსიები ფასებზე მეტად იზრდებანეტგაზეთი

ხელფასები და პენსიები ფასებზე მეტად იზრდება, ამის შესახებ კომენტარი მედიასთან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ გააკეთა.

ერთი დღით ადრე,მანვე აღნიშნა, რომ დეპუტატის ხელფასის 1080 ლარით ზრდა ბიუჯეტს წლიურად ₾1.3 მლნ დაუჯდებოდა, ხოლო პენსიის თითო ლარით ზრდა- ₾11 მლნ.

12 ოქტომბერს პენსიების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემაც ისაუბრა და 45- ლარიან ზრდას შთამბეჭდავი უწოდა.

2027 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია ნომინალურად 12%-ით, 370-დან 415 ლარამდე იზრდება, ასევე 12%-ით 495-დან 555 ლარამდე იზრდება 70 წლისა და უფროსი ასაკის პირთა პენსიაც. აპრილიდან მოყოლებული ინფლაცია 5-6 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ პენსია მუდმივ ფასებში დათვლითაც იზრდება, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბით.

2025 წელს ნომინალური ხელფასები 10%-ით, ხოლო მუდმივ ფასებში დათვლით 5.7%-ით გაიზარდა. მუდმივ ფასებში დათვლით, რეალური ხელფასის ზრდის ტემპი 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-მდე შემცირდა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?