პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, 78 ხმით მიიღო. პროექტი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების, გაგრძელების შეფასებისა და სტაციონარიდან გაწერის წესის შეცვლას ითვალისწინებს.

პარლამენტმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პირველი არხი

საქართველოს პარლამენტმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა.

საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარადგინა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შატაკიშვილმა​.

კანონის პროექტის თანახმად, იცვლება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების, მისი გაგრძელების საფუძვლების შეფასებისა და პაციენტის სტაციონარიდან გაწერის წესი.

კერძოდ, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნიდან თვეში ერთხელ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია იხილავს და არკვევს, ისევ არის თუ არა სახეზე ის საფუძვლები, რითაც მოხდა მკურნალობის დანიშვნა; კომისიის გადაწყვეტილება, როგორც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, ასევე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, გასაჩივრდება ადმინისტრაციული წესით.

იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შეფარდებიდან ექვს თვეში ერთხელ ადმინისტრაცია კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დოკუმენტაციასთან ერთად, სასამართლოს უგზავნის და სასამართლო იხილავს, ისევ არის თუ არა სახეზე ის საფუძვლები, რაზე დაყრდნობითაც პაციენტს შეეფარდა მკურნალობა.

ცვლილების თანახმად, მკურნალ ექიმს კვლავ აქვს უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მიმართოს კომისიას, თუ მიიჩნევს, რომ პაციენტი ვადამდე გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. ალიაოპოზიციურიიძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის წესში ცვლილებები შედის
  2. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტმა "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პერსონალური ასისტენტის სერვისით უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრას ითვალისწინებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები