საქართველოს პარლამენტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებისას განმეორებით გასვლაზე არსებული რაოდენობრივი და დროითი შეზღუდვები უქმდება.

საქართველოს პარლამენტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
კანონპროექტის თანახმად, უქმდება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის ის ნორმა, რომლის თანახმად, „სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პირს აქვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებითი გასვლის უფლება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალით“.
შესაბამისად, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცემა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემდეგ, გამოცდის ჩატარების დადგენილი წესისა და განრიგის შესაბამისად, განმეორებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაში.
ვრცლად: https://tinyurl.com/29ke7krv
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…