პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პერსონალური ასისტენტის სერვისით უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრას ითვალისწინებს
პარლამენტმა პირველი მოსმენით, 71 ხმით 10-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად შშმ პირს პერსონალური ასისტენტის სერვისი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 71 ხმით 10-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებას.
კანონპროექტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს პერსონალური ასისტენტის სერვისი მხოლოდ მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება.
მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ პერსონალური ასისტენტის საქმიანობა თავისი არსით მომსახურებას წარმოადგენს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უფრო მოქნილი და ეფექტიანი საშუალება მასთან მომსახურების ხელშეკრულების და არა შრომითი ხელშეკრულების გაფორმება იქნება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…