პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის წესში ცვლილებები შედის

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შევიდა პროექტი, რომლითაც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლებს სპეციალური კომისია ყოველთვიურად შეაფასებს, ხოლო სასამართლო მის მიზანშეწონილობას 6 თვეში ერთხელ გადახედავს.

იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის წესში ცვლილებები შედის
ალია

პარლამენტს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების, მისი გაგრძელების საფუძვლების შეფასებისა და პირის სტაციონარიდან გაწერის წესში ცვლილებები შეაქვს.

ამ მიმართულებით ცვლილება “ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში და მასთან ერთად, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა“ და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შედის“.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავს კანონის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას.

მოქმედი კანონმდებლობით, იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას სისხლის სამართლის მოსამართლე, მაქსიმუმ 4-წლამდე ვადით ნიშნავს. პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის თანახმად, ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნიდან თვეში ერთხელ იხილავს და არკვევს ისევ არის თუ არა სახეზე საფუძვლები, რითაც იძულებითი მკურნალობის დანიშვნა მოხდა.

კომისიის გადაწყვეტილება როგორც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, ასევე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდება.

იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შეფარდებიდან 6 თვეში ერთხელ, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დოკუმენტაციასთან ერთად სასამართლოს გაუგზავნის და სასამართლო განიხილავს, ისევ არის თუ არა სახეზე საფუძვლები, რომელზე დაყრდნობითაც პირს მკურნალობა შეეფარდა. ამასთან, მკურნალ ექიმს კვლავ ექნება უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მიმართოს კომისიას, თუ თვლის რომ პაციენტი ვადამდე გამოჯანმრთელდა.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტმა "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
  2. პირველი არხისამთავრობოპარლამენტმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტის ბიურომ 13-16 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები