ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ბესიკის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, მოქალაქეების პროტესტს გამოეხმაურა
ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო მოქალაქეები სახლების დაზიანებას აპროტესტებენ. მუნიციპალური ინსპექცია კი აცხადებს, რომ უსაფრთხოების დარღვევა არ გამოვლენილა და ზიანის მიზეზების დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ბესიკის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, მოქალაქეების პროტესტს გამოეხმაურა.
როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ბესიკის ქუჩის №81-ში მიმდინარე სამუშაოებზე, პროექტის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობდა.
მათივე განმარტებით, სამშენებლო კომპანიამ ინსპექციის მითითება გაითვალისწინა და გამოვლენილი ხარვეზი გამოასწორა, რის შემდეგაც აღნიშნული საქმის წარმოება შეწყდა, რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევას, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ამ მიმართულებით დარღვევა არ გამოვლენილა.
„ბესიკის ქუჩის #81-ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, პროექტის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობდა.
სამშენებლო კომპანიამ გაითვალისწინა მუნიციპალური ინსპექციის მითითება და გამოასწორა გამოვლენილი დარღვევა, რის შემდეგაც საქმის წარმოება შეწყდა.
რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევას, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ამ მიმართულებით დარღვევა არ გამოვლენილა.
სხვა საკითხებზე დასკვნა შესაბამისმა ექსპერტიზამ უნდა მოამზადოს. თუ ექსპერტიზის შედეგად სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, კომპანიას შესაბამისი ხარვეზების გამოსწორება დაევალება. აღნიშნული საკითხი მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას არ განეკუთვნება.
სამშენებლო კომპანიას საკითხის შესწავლის მიზნით, მასალები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აქვს გადაგზავნილი. ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია მიწისა და შენობის დაზიანება და გაჩენილი ბზარები“,- აცხადებენ უწყებაში
ცნობისთვის, ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე მიმდებარე სახლების მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
ადგილობრივების განცხადებით, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე 26-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რამაც მომიჯნავე სახლებისა და ეზოების დაზიანება გამოიწვია. მოსახლეობა ბათუმის მერიისგან საკითხის შესწავლას და იმის დადასტურებას ითხოვს, რომ სამუშაოები მათი საცხოვრებელი სახლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ციტატები სტატიიდან
„ბესიკის ქუჩის #81-ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, პროექტის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობდა. სამშენებლო კომპანიამ გაითვალისწინა მუნიციპალური ინსპექციის მითითება და გამოასწორა გამოვლენილი დარღვევა, რის შემდეგაც საქმის წარმოება შეწყდა. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევას, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ამ მიმართულებით დარღვევა არ გამოვლენილა. სხვა საკითხებზე დასკვნა შესაბამისმა ექსპერტიზამ უნდა მოამზადოს. თუ ექსპერტიზის შედეგად სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, კომპანიას შესაბამისი ხარვეზების გამოსწორება დაევალება. აღნიშნული საკითხი მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას არ განეკუთვნება. სამშენებლო კომპანიას საკითხის შესწავლის მიზნით, მასალები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აქვს გადაგზავნილი. ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია მიწისა და შენობის დაზიანება და გაჩენილი ბზარები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.