ბათუმში ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ
ბათუმში, ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაზე, ადგილობრივი მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სამუშაოებმა მეზობელ კორპუსში ბზარები გააჩინა, უხვი ნალექის გამო კი მიწის მასა ჩამოიშალა, რაც მათ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ისინი ასევე ითხოვენ საფეხმავლო ბილიკის სივრცის გათავისუფლებას და დახმარებისთვის ბათუმის მერს მიმართავენ.

ბათუმში ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაზე ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მათ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. შეკრებილები აცხადებენ, რომ უხვი ნალექის გამო, სამშენებლო ტერიტორიაზე მიწის მასა ჩამოიშალა, მანამდე კი, სამუშაოებმა მეზობელ კორპუსში ბზარები გააჩინა. ამასთან, მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდეს საფეხმავლო ბილიკის სივრცე, რაც ცენტრალურ გზაზე ადგილზე მცხოვრებლებს გადაადგილებაში აფერხებს. ადგილობრივების თქმით, კორპუსის მშენებლობა ადამიანის უსაფრთხოების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ისინი დახმარებისა და რეაგირებისთვის ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს მიმართავენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.