მოსახლეობა ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს
ბათუმში, ბესიკის 81-ში მოსახლეობა 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ სამუშაოები საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს და დააზიანა მიმდებარე შენობები. ადგილზე ამტკიცებენ, რომ პროექტში „ქართული ოცნების“ დეპუტატ მამუკა კაკაბაძის ბიზნესპარტნიორის ინტერესები იკვეთება.

მოსახლეობა ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს – ხალხი ამბობს, რომ ბათუმში, ბესიკის 81 ნომერში მიმდინარე სამუშაოები სიცოცხლისთვის სახიფათოა.
26 სართულიანმა კორპუსმა უკვე დააზიანა ახლომდებარე შენობები და ამ დრომდე არ არსებობს ბათუმის მერიიდან ოფიციალური პასუხი, რაც დადასტურებით იტყვის რომ მშენებლობა უსაფრთხოა.
ადგილზე ყვებიან, რომ ხალხის პროტესტის იგნორს კონკრეტული მიზეზი აქვს და ამ პროქტში „ქართული ოცნების“ წევრის და საკრებულოს მოქმედი დეპუტატის მამუკა კაკაბაძის ბიზნესპარტნიორის ინტერესები იკვეთება.
ელემენტარული ნორმებიც კი არ არის დაცული და ნახევარი მეტრიც არ არის დაშორებული, ისე აქვთ გამოთხრილი საძირკველი ამ სახლისთვის და კარგად ჩანს, რომ სახლის ფუნდამენტიც ჩავარდნილია”, – ამბობს ადგილობრივი.
მშენებლობა რაც აქ მიმდინარეობს შპს “20/20”-ის მიერ არღვევს უსაფრთო საცხოვრისის უფლებას. აქ საუბარია იმაზე, რომ მერიის ავარიული სახლებსი პროგრამით აქ დაინგრა რამდენიმე სახლი და ეს კომპანია 1200 კვადრატზე აპირებს, რომ ააშენოს 26 სართული. თუმცა აქ არის ავარიული სახლები, რომლებიც ამ მდგომარეობამდე მივიდა, როცა აქ მშენებლობსი პროცესი დაიწყო”. – ამბობს პროტესტის მონაწილე.
ციტატები სტატიიდან
„წევრის და საკრებულოს მოქმედი დეპუტატის მამუკა კაკაბაძის ბიზნესპარტნიორის ინტერესები იკვეთება. ელემენტარული ნორმებიც კი არ არის დაცული და ნახევარი მეტრიც არ არის დაშორებული, ისე აქვთ გამოთხრილი საძირკველი ამ სახლისთვის და კარგად ჩანს, რომ სახლის ფუნდამენტიც ჩავარდნილია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…