ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სოხუმში კობახიძეს გაეროში გამოსვლას რეალობისგან აცდენილს უწოდებენ

ქართული ოცნება

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას „რეალობისგან აცდენილი“ უწოდა. სოხუმში აცხადებენ, რომ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივები რეალურ ქმედებებს არ შეესაბამება და ქართულ მხარეს კონფლიქტის ისტორიისა და ჰუმანიტარული საკითხების დამახინჯებაში ადანაშაულებენ.

სოხუმში კობახიძეს გაეროში გამოსვლას რეალობისგან აცდენილს უწოდებენ
სოხუმში კობახიძეს გაეროში გამოსვლას რეალობისგან აცდენილს უწოდებენნეტგაზეთი

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს „სამშვიდობო რიტორიკა“ რეალურ ქმედებებს არ შეესაბამება.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენასამბლეაზე

უწყების განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე თავს „მშვიდობისმყოფელად“ წარმოაჩენს და გაეროს ტრიბუნიდან აფხაზ ხალხთან შერიგებისა და მათი ინტერესების დაცვის მზადყოფნაზე საუბრობს.

“წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემაა ნდობის აღდგენა და სწორედ ამ ფონზე მსურს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთი სამშობლო გვქონდა და საერთო ისტორია გვაკავშირებდა. დღეისთვის გავლებული გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას ვერ წაშლის და ვერც ჩვენი შვილების მომავალს ვერ განსაზღვრავს.

გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს. ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც – ვინც ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილი იყო და ყოველთვის იქნება კიდეც”, – განაცხადა კობახიძემ გაეროს ტრიბუნიდან.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებით, აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების თანამედროვე ხასიათი 1992 წლის აგვისტოს მოვლენებმა განსაზღვრა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ, მათი მტკიცებით, აფხაზეთის წინააღმდეგ „სისხლიანი შეიარაღებული აგრესია“ დაიწყო.

უწყება აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აფხაზეთს რუსეთის ფედერაციასთან „სტრატეგიული მოკავშირეობა“ უსაფრთხოების ერთადერთ საიმედო გარანტად მიაჩნია.

„ამ ფონზე საქართველოს მცდელობები, დაამახინჯოს რეალური ვითარება და რუსეთის ფედერაციის მიმართ გამოიყენოს ტერმინი „ოკუპანტი“, განსაკუთრებით ცინიკურად გამოიყურება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო უწყება ასევე აკრიტიკებს საქართველოს პოლიტიკას დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხზე. მისი მტკიცებით, კონფლიქტის დასრულების შემდეგ აფხაზურმა მხარემ გალის რაიონში დევნილების დაბრუნების მიზნით „ცალმხრივი კეთილი ნების ნაბიჯები“ გადადგა, რასაც, მათი განცხადებით, ქართული მხარის მხრიდან „დივერსიულ-ტერორისტული ომი“ მოჰყვა.

განცხადებაში საუბარია აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციაზეც. დე ფაქტო საგარეო უწყება საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ერთად აფხაზეთის საერთაშორისო ფორმატებში მონაწილეობისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნაში ადანაშაულებს.

უწყების თქმით, საქართველო გაეროსა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების ტრიბუნას „ცალმხრივი რეზოლუციების“ გასავრცელებლად იყენებს და აფხაზეთის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიციის საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარდგენის შესაძლებლობას არ აძლევს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთის მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლებასა და ეროვნული დოკუმენტების საერთაშორისო გამოყენებას დაბრკოლებები ექმნება.

„საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული ზეწოლის პრაქტიკაზე უარის თქმის, საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი მონაწილეობის ხელოვნური ბარიერების მოხსნის და, რაც მთავარია, ძალის გამოუყენებლობის შესახებ მყარი სამართლებრივი გარანტიების ხელმოწერის გარეშე, ნებისმიერი მსჯელობა „მშვიდობისმოყვარეობაზე“ მხოლოდ ცარიელ დეკლარაციად დარჩება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემაა ნდობის აღდგენა და სწორედ ამ ფონზე მსურს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთი სამშობლო გვქონდა და საერთო ისტორია გვაკავშირებდა. დღეისთვის გავლებული გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას ვერ წაშლის და ვერც ჩვენი შვილების მომავალს ვერ განსაზღვრავს. გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს. ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც – ვინც ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილი იყო და ყოველთვის იქნება კიდეც“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ამ ფონზე საქართველოს მცდელობები, დაამახინჯოს რეალური ვითარება და რუსეთის ფედერაციის მიმართ გამოიყენოს ტერმინი „ოკუპანტი“, განსაკუთრებით ცინიკურად გამოიყურება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული ზეწოლის პრაქტიკაზე უარის თქმის, საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი მონაწილეობის ხელოვნური ბარიერების მოხსნის და, რაც მთავარია, ძალის გამოუყენებლობის შესახებ მყარი სამართლებრივი გარანტიების ხელმოწერის გარეშე, ნებისმიერი მსჯელობა „მშვიდობისმოყვარეობაზე“ მხოლოდ ცარიელ დეკლარაციად დარჩება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.