დავით მათიკაშვილი: 45 ლარით გაიზრდება 70 წელს მიუღწეველ პენსიონერთა პენსია. ამ რესურსის მოძიება და შესაძლებლობა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური პროგრესის დამსახურებაა
დავით მათიკაშვილის განცხადებით, 70 წლამდე პირებისთვის პენსია 20-ის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება, ხოლო უბინაო დევნილებს კომპენსაციის სახით ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი გადაეცემათ.

არა 20, არამედ 45 ლარით გაიზრდება 70 წელს მიუღწეველ პენსიონერთა პენსია, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ამ რესურსის მოძიება და შესაძლებლობა მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და იმ ეკონომიკური პროგრესის დამსახურებაა, რასაც ჩვენი ქვეყანა „ქართული ოცნების" ხელისუფლების მმართველობის პირობებში განიცდის.
„რაც შეეხება დევნილთა განსახლების პროგრამას, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის დევნილები, ვისაც არ მიუღიათ ბინა, თუმცა გადაწყვეტენ, რომ თანხობრივად მიიღონ სახელმწიფოსგან ანაზღაურება, მათთვის თითოეული ოჯახის წევრისთვის განკუთვნილი იქნება 10 000 ლარი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე პენსიონერებს იანვრიდან პენსია 45 ლარით გაეზრდებათ. აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს პარლამენტი ბიუჯეტში აღრიცხავს და დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს. გარდა ამისა, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც წარსულში საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია არ მიუღიათ, შესაძლებლობა ექნებათ, საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაცია მიიღონ.
ციტატები სტატიიდან
„რაც შეეხება დევნილთა განსახლების პროგრამას, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის დევნილები, ვისაც არ მიუღიათ ბინა, თუმცა გადაწყვეტენ, რომ თანხობრივად მიიღონ სახელმწიფოსგან ანაზღაურება, მათთვის თითოეული ოჯახის წევრისთვის განკუთვნილი იქნება 10 000 ლარი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.