ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ კომპენსაციების პროგრამა" - გიორგი ცაგარეიშვილი​

საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტი

მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილებისთვის ბინების ნაცვლად ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000-ლარიანი კომპენსაცია გაიცემა, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება.

"საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ კომპენსაციების პროგრამა" - გიორგი ცაგარეიშვილი​
"საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ კომპენსაციების პროგრამა" - გიორგი ცაგარეიშვილი​რუსთავი 2

პენსიის გეგმიურზე ორჯერ მეტად ზრდა და ფულადი კომპენსაცია დევნილებისთვის - პრემიერის ორი ახალი ინიციატივა, რომლის მიზანიც სოციალური პოლიტიკის გაძლიერება და მოსახლეობის მხარდაჭერაა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ მთავრობასთან შეთანხმებით ახალი კომპენსაციების პროგრამა იწყება.

"საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ კომპენსაციების პროგრამა. ოჯახის ერთ წევრზე გაიცემა 10 000 ლარი. ეს არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი. თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ სათქვენოდ, მიიღოთ თუ არა ეს კომპენსაცია. ეს ერგება იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ წლების მანძილზე არაფერი მიუღიათ სახელმწიფოსგან", - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, დავით კაიკაციშვილი აცხადებს, რომ პროგრამის ფარგლებში თითოეულ დევნილ ოჯახის წევრზე გათვალისწინებულია 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია და ამ პროგრამაში ჩართვა სრულად ნებაყოფლობითია.

"ამ პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა შეეძლებათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან დღემდე არც ერთი პროგრამით არ უსარგებლიათ. პროგრამის ფარგლებში თითოეულ დევნილ ოჯახის წევრზე გათვალისწინებულია 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია და ამ პროგრამაში ჩართვა სრულად ნებაყოფლობითია. ამასთან ერთად აუცილებელია აღინიშნოს, რომ კომპენსაციის პროგრამის პარალელურად გაგრძელდება ყველა ის კომპონენტი და პროგრამა, რომელსაც სააგენტო დღემდე ასრულებდა დევნილთა გრძელვადიანი უზრუნველყოფის მიზნით", - განაცხადა დავით კაიკაციშვილმა.

პარლამენტი 2027 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვას იწყებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის მოქალაქეების პენსია პირველი იანვრიდან 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება. ამისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 128 მილიონი ლარი გამოიყოფა. რაც შეეხება კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც დევნილებს და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას ეხება. კორპუსების მშენებლობის პარალელურად, იძულებით გადაადგილებულებს შეეძლებათ ბინების ნაცვლად კომპენსაცია მიიღონ. ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარია გათვალისწინებული.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ კომპენსაციების პროგრამა. ოჯახის ერთ წევრზე გაიცემა 10 000 ლარი. ეს არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი. თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ სათქვენოდ, მიიღოთ თუ არა ეს კომპენსაცია. ეს ერგება იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ წლების მანძილზე არაფერი მიუღიათ სახელმწიფოსგან“
გიორგი ცაგარეიშვილი
„ამ პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა შეეძლებათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან დღემდე არც ერთი პროგრამით არ უსარგებლიათ. პროგრამის ფარგლებში თითოეულ დევნილ ოჯახის წევრზე გათვალისწინებულია 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია და ამ პროგრამაში ჩართვა სრულად ნებაყოფლობითია. ამასთან ერთად აუცილებელია აღინიშნოს, რომ კომპენსაციის პროგრამის პარალელურად გაგრძელდება ყველა ის კომპონენტი და პროგრამა, რომელსაც სააგენტო დღემდე ასრულებდა დევნილთა გრძელვადიანი უზრუნველყოფის მიზნით“
დავით კაიკაციშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?