ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზეა ორიენტირებული. მისი თქმით, იზრდება ბიუჯეტი და სამინისტროების დაფინანსება, 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსია 60 ლარით, ხოლო 70 წელს ქვემოთ პირებს 20 ლარით მოუმატებთ. ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომიტეტებში 5 ოქტომბრიდან დაიწყება.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთPOSTV

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზე არის ორიენტირებული.

„ეკონომიკური ზრდა 5%-ია, ინფლაცია – 3%, ბიუჯეტის დეფიციტი – 2,5 და მთავრობის ვალი – 31,6, რაც სამეზობლოში და ევროპაშიც საუკეთესოა.

შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტი – მილიარდ 200 მილიონით. პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება თანხები“, – აღნიშნა კვიჟინაძემ.

რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ და 555 ლარი გახდება. იმავე ასაკობრივი კატეგორიის პირებს, რომლებიც მთაში ცხოვრობენ, პენსია 665 ლარი გაუხდებათ. 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში კი, პენსია 20 ლარით მოიმატებს.

„იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. ხელფასები, ამ ეტაპზე, 8.4-ით მოიმატებს საჯარო სექტორში. ეს არის წინასწარი“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომიტეტებში 5 ოქტომბრიდან დაიწყება.

„პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს, რა შეიძლება, დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს. ხაზს ვუსვამ: ეს ბიუჯეტი არის პირველადი და გაიზრდება მეორე და მესამე მოსმენისას“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. ხელფასები, ამ ეტაპზე, 8.4-ით მოიმატებს საჯარო სექტორში. ეს არის წინასწარი“
პაატა კვიჟინაძე
„პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს, რა შეიძლება, დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს. ხაზს ვუსვამ: ეს ბიუჯეტი არის პირველადი და გაიზრდება მეორე და მესამე მოსმენისას“
პაატა კვიჟინაძე
„ეკონომიკური ზრდა 5%-ია, ინფლაცია – 3%, ბიუჯეტის დეფიციტი – 2,5 და მთავრობის ვალი – 31,6, რაც სამეზობლოში და ევროპაშიც საუკეთესოა. შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტი – მილიარდ 200 მილიონით. პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება თანხები“
პაატა კვიჟინაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.