დარწმუნებული ვარ მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალისგან მიღებულ განათლებას თითოეული სტუდენტი მომავალში სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად გამოიყენებს - მარიამ ტაბატაძე
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო — სწავლის უფლება 20-მა კანდიდატმა მოიპოვა, რომელთა სწავლასაც სრულად სახელმწიფო აფინანსებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო.
სასწავლო პროცესის დაწყების პირველ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მარიამ ტაბატაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორმა სოფიო აბულაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების ფაკულტეტის დეკანმა ავთანდილ მიქანაძემ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და მათ წარმატება უსურვეს.
2026 წელს პირველად ამოქმედებულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება 20-მა კანდიდატმა მოიპოვა. პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, უმაღლესი ხარისხის განათლება მაღალკვალიფიციური, პრაქტიკული გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალისგან მიიღონ.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებასაც. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების მაგისტრის ხარისხი მიენიჭებათ.
"სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. აღნიშნული მნიშვნელოვანია როგორც თითოეული სტუდენტისთვის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიისთვის. დარწმუნებული ვარ მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალისგან მიღებულ განათლებას თითოეული სტუდენტი მომავალში სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად გამოიყენებს", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მარიამ ტაბატაძემ.
ციტატები სტატიიდან
„სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. აღნიშნული მნიშვნელოვანია როგორც თითოეული სტუდენტისთვის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიისთვის. დარწმუნებული ვარ მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალისგან მიღებულ განათლებას თითოეული სტუდენტი მომავალში სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად გამოიყენებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.