ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოდან უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევა, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლაც აეკრძალათ.

საქართველოდან უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევეს
საქართველოდან უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევესალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: პაკისტანის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ერაყის, ინდოეთის, ლიბანის, მაროკოს, ნიგერიის, სომხეთის, თურქეთის, ბურუნდის, ვიეტნამის, კენიის, იორდანიის, ნეპალის, უგანდის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 112 მოქალაქე.

მათივე ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?