საქართველოდან უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან სხვადასხვა სახელმწიფოს 112 მოქალაქე გააძევა, რომელთაც ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: პაკისტანის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ერაყის, ინდოეთის, ლიბანის, მაროკოს, ნიგერიის, სომხეთის, თურქეთის, ბურუნდის, ვიეტნამის, კენიის, იორდანიის, ნეპალის, უგანდის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 112 მოქალაქე.
მათივე ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…