ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკა ამისკენ არის მიმართული, რომ ყოველწლიურად გაიზარდოს, შეძლებისდაგვარად, პენსიონერებისთვის გადასახდელი პენსიის ოდენობა - ირინე წაქაძე

საქართველოს პარლამენტისაქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

70 წლამდე ასაკის მოქალაქეთა პენსია 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 128 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო დევნილებს ბინების ნაცვლად ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასლარიან კომპენსაციას შესთავაზებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკა ამისკენ არის მიმართული, რომ ყოველწლიურად გაიზარდოს, შეძლებისდაგვარად, პენსიონერებისთვის გადასახდელი პენსიის ოდენობა - ირინე წაქაძე
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკა ამისკენ არის მიმართული, რომ ყოველწლიურად გაიზარდოს, შეძლებისდაგვარად, პენსიონერებისთვის გადასახდელი პენსიის ოდენობა - ირინე წაქაძერუსთავი 2

პარლამენტი 2027 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვას იწყებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის მოქალაქეების პენსია პირველი იანვრიდან 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება.

ამისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 128 მილიონი ლარი გამოიყოფა. რაც შეეხება კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც დევნილებს და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას ეხება, კორპუსების მშენებლობის პარალელურად, იძულებით გადაადგილებულებს შეეძლებათ ბინების ნაცვლად კომპენსაცია მიიღონ. ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ირინე წაქაძე აცხადებს, რომ 2027 წლის განმავლობაში, იქნება საინტერესო პროექტები პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის და დევნილი მოსახლეობისთვის.

"ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკა ცხადია ამისკენ არის მიმართული, რომ ყოველწლიურად გაიზარდოს, შეძლებისდაგვარად, პენსიონერებისთვის გადასახდელი პენსიის ოდენობა, რაც ცხადია, მათი სოციალური კეთილდღეობისკენ არის მიმართული.

2027 წლის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ გვექნება საკმაოდ საინტერესო პროექტები პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, დევნილი მოსახლეობისთვის. ცხადია, რაც შეეხება მათი მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას, ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისკენ, რომ მათი კეთილდღეობის მაჩვენებელი გაუმჯობესდეს", - ახადებს ირინე წაქაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკა ცხადია ამისკენ არის მიმართული, რომ ყოველწლიურად გაიზარდოს, შეძლებისდაგვარად, პენსიონერებისთვის გადასახდელი პენსიის ოდენობა, რაც ცხადია, მათი სოციალური კეთილდღეობისკენ არის მიმართული. 2027 წლის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ გვექნება საკმაოდ საინტერესო პროექტები პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, დევნილი მოსახლეობისთვის. ცხადია, რაც შეეხება მათი მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას, ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისკენ, რომ მათი კეთილდღეობის მაჩვენებელი გაუმჯობესდეს“
ირინე წაქაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?