ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვი

ქართული ოცნება

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მზადაა არჩევნების დღეს უკრაინას არ დაარტყან, თუმცა მოსკოვს ორთვიანი ზავი არ სჭირდება. დონალდ ტრამპის მტკიცებით, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება, რაზეც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არჩევნების ჩასატარებლად 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო.

პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვი
პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვპესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს.

„პრეზიდენტს ამის შესახებ უკვე ნათქვამი აქვს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მისი სახელით, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ თუკი იქ, კიევში, რეალურად სურთ არჩევნების ჩატარება, მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი მზად იქნება, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს. სწორედ არჩევნების დღეს. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დამატება“, – განაცხადა პესკოვმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, არჩევნები ჩაატაროს თუკი რუსეთი 2 თვით ცეცხლს სრულად შეწყვეტს.

ზელენსკის განცხადების კომენტირებისას, რომ მას არჩევნების ჩასატარებლად 60 დღე სჭირდება, პესოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ზავი არ სჭირდება.

„ჩვენ გვჭირდება მდგრადი მშვიდობა მრავალი მომდევნო თაობისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.

დონალდ ტრამპმა, რომელიც ევროკავშირს აკრიტიკებდა და ინდოეთს ტარიფები დაუწესა რუსული საწვავის შეძენის გამო, 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსული დიზელის ექსპორტზე სანქციებს 7 აპრილამდე აჩერებს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი დასთანხმდა 300 000 ტონა დიზელის დაუყოვნებლივ გამოშვებას „ამერიკულ და გლობალურ ბაზარზე“, 500 000 ტონის — ნოემბერში და კიდევ ერთი მილიონის ამის შემდეგ. ტრამპმა თავის Truth Social პლატფორმაზე დაწერა, რომ რუსული დიზელის კიდევ სამი მილიონი ტონის „მოკლე პერიოდში“ მიწოდება დამოკიდებული იქნება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც უკრაინის თავდასხმის ქვეშ არიან.

მოგვიანებით პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელმაც წელს დიზელის ექსპორტზე აკრძალვა შემოიღო, მზად იყო ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით მოემარაგებინა როგორც აშშ-ის, ასევე მსოფლიო ბაზრები, თუმცა მის განცხადებაში რაოდენობა არ იყო მითითებული.

დიზელის ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა თებერვალში ომის დაწყებას ახლო აღმოსავლეთში, თუმცა დონალდ ტრამპი გლობალურ კრიზისში რუსეთ-უკრაინის ომს ადანაშაულებს. რუსეთთან შეთანხმება ტრამპის მცდელობაა, აშშ-ში შუალედური არჩევნების წინ საწვავის ფასები შეამციროს, თუმცა დარგის ექსპერტების შეფასებით, დასახელებული რაოდენობები ფასზე არსებით გავლენას ვერ იქონიებს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი დარტყმებით უკრაინამ ზიანი მიაყენა დიზელის საწვავის გლობალურ მომარაგებას.

„ვფიქრობ, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. მას სურს, პრობლემები შეუქმნას ჩვენს ფერმერებსა და მეცხოველეებს დიზელის საწვავთან დაკავშირებით, რადგან რუსეთი მსოფლიოს დიზელის საწვავის დიდ ნაწილს აწვდის“, — განაცხადა ტრამპმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, შეწყვიტოს დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს.

„ვიცი, რომ პუტინს ძალიან სურს უკრაინის პრეზიდენტის შეცვლა. ეს მესმის. და თუ პრეზიდენტ ტრამპსაც სურს არჩევნებში რაიმე ცვლილების დანახვა, — მე ეს ასევე ვუთხარი მის გუნდს — გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორთვიანი, 60 დღე სრული ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებს ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით უკრაინელი ხალხის ნებისმიერი არჩევანისთვის“, — უთხრა ზელენსკიმ ABC News-ს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრეზიდენტს ამის შესახებ უკვე ნათქვამი აქვს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მისი სახელით, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ თუკი იქ, კიევში, რეალურად სურთ არჩევნების ჩატარება, მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი მზად იქნება, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს. სწორედ არჩევნების დღეს. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დამატება“
პესკოვი
„ჩვენ გვჭირდება მდგრადი მშვიდობა მრავალი მომდევნო თაობისთვის“
პესკოვი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?