პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დახმარება დევნილებს - იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახს, რომელსაც დღემდე ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია, საშუალება ექნება ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი მიიღოს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ფართი ან კომპენსაცია არ მიუღიათ, ბინის ნაცვლად თითოეულ წევრზე 10 000 ლარის მიღება შეეძლებათ, რისთვისაც წელს 58 მილიონი ლარი დაიხარჯება, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დახმარება დევნილებს - იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახს, რომელსაც დღემდე ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია, საშუალება ექნება ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი მიიღოს
რუსთავი 2

თეა ორჟონიას 7 წევრიან ოჯახს არჩევანი გაკეთებული აქვს. ისინი სახელმწიფოსგან ბინის ნაცვლად, კონკრეტულ თანხას მიიღებენ. ნებისმიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახს, რომელსაც დღემდე არ მიუღია ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, სურვილის შემთხვევაში საშუალება ექნება ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი მიიღოს. აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა და უძრავი ქონების ნაცვლად თანხის გამოტანა მხოლოდ ოჯახის წევრების ნებაყოფლობითი შეთანხმების საფუძველზეა შესაძლებელი.

ახალ პროგრამაზე პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილთა ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფაა. 2012 წლიდან, 10-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტით ბინა უკვე გადაეცა 45 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს. წელს "სოფლად სახლის" პროგრამით 2 000-მდე სახლი შეიძინეს, მშენებლობების დასრულების შემდეგ კი საცხოვრებელს კიდევ 2 600 ოჯახი მიიღებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე რომ განსახლების საკითხის სრულად მოწესრიგებას სულ მცირე 10 წელიწადი დასჭირდება, პროცესის დასაჩქარებლად, მშენებლობების პარალელურად, ახალი, სრულიად ნებაყოფლობითი პროგრამის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღეს.

ვიდრე პროგრამის ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერება, უკვე ცნობილია რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო 58 მილიონ ლარს დახარჯავს. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად, გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და "სოფლად სახლის" პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც თანხის მიღებაზე უარს იტყვიან.

დევნილმა ოჯახებმა განაცხადები იუსტიციის სახლებში უნდა შეავსონ. დეტალურ ინფორმაციას კი მათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტო მიაწვდის.

თბილისის პარალელურად, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით მასშტაბური პროექტები ამ ეტაპზე, საქართველოს 3 ქალაქში - ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში ხორციელდება. დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების ახალი ბინები გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ, ახალი პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა კი უახლოეს პერიოდში მიეცემათ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 6
  1. ტაბულაოპოზიციურიკობახიძის თქმით, დევნილებს ბინის ნაცვლად, ფულად კომპენსაციასაც შესთავაზებენ
  2. TV პირველიოპოზიციურიდევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა - 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიდევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებიც გაიცემა ბინების ნაცვლად – კობახიძე
  4. BM.GEოპოზიციური₾10 000 ოჯახის თითოეულ წევრზე - მთავრობა დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების პროგრამასაც აამოქმედებს
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციური10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითო წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს
  6. ალიაოპოზიციურირომელ დევნილს შეეძლება 10 000 ლარის მიღება და რა პირობებით? – კობახიძე
  7. პირველი არხისამთავრობოკორპუსების მშენებლობის პარალელურად, ამოქმედდება დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციის პროგრამა, რომელში ჩართვაც ნებაყოფლობითი იქნება, კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 10 000 ლარს ოჯახის თითოეულ წევრზე
  8. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება, კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე
  9. POSTVსამთავრობოპრემიერი: “მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე”
  10. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – პირობითად, თუ არის 4-სულიანი ოჯახი, ის მიიღებს 40 000 ლარის კომპენსაციას, რაც, იმედი გვაქვს, რომ მოხმარდება, პირველ რიგში საცხოვრისით უზრუნველყოფას, საბოლოო ჯამში ეს ოჯახის არჩევანია
  11. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი დევნილი ოჯახებისთვის კომპენსაციაზე: სულ თუ არის, პირობითად 4-სულიანი ოჯახი, ის მიიღებს 40 000 ლარის კომპენსაციას, რაც, იმედი გვაქვს, რომ მოხმარდება, პირველ რიგში საცხოვრისით უზრუნველყოფას, საბოლოო ჯამში ეს ოჯახის არჩევანია
  12. იმედინიუსისამთავრობოკორპუსების მშენებლობის პარალელურად, ამოქმედდება დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციის პროგრამა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები