10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითო წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს
დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე სახელმწიფოსგან საცხოვრისის ნაცვლად 10 000 ლარის კომპენსაცია გაიცემა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 58 მილიონი ლარი გამოიყოფა, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 12 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე.
მისი თქმით, თითოეულ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან კომპენსაცია, ექნება უფლება, სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი „საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ“.
საუბარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე.
ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, კომპენსაციები გაიცემა „განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად“.
₾58 მლნ ბიუჯეტიდან
მისი ცნობით, პროგრამისთვის „წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი“:
„ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და ბიუჯეტი გაიზრდება“, - თქვა მან,
პარალელურად კი „სოფლად სახლის“ პროგრამა და კორპუსების მშენებლობა გაგრძელდება.
პრემიერმა ასევე თქვა, რომ დევნილთა განსახლების პროგრამის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით 10-ჯერაა გაზრდილი:
„შედეგად, 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი საცხოვრისი“.
„სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში კი, კობახიძის თქმით, 2026 წელს 2000-მდე ოჯახმა შეძლო სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლად სახლის შეძენა.
„მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალი ბინები დამატებით 2,600 დევნილ ოჯახს გადაეცემა“, - თქვა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
12 სტატიაკობახიძის თქმით, დევნილებს ბინის ნაცვლად, ფულად კომპენსაციასაც შესთავაზებენ
დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა - 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე
დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებიც გაიცემა ბინების ნაცვლად – კობახიძე
₾10 000 ოჯახის თითოეულ წევრზე - მთავრობა დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების პროგრამასაც აამოქმედებს
რომელ დევნილს შეეძლება 10 000 ლარის მიღება და რა პირობებით? – კობახიძე
კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ამოქმედდება დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციის პროგრამა, რომელში ჩართვაც ნებაყოფლობითი იქნება, კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 10 000 ლარს ოჯახის თითოეულ წევრზე
პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება, კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე
პრემიერი: “მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე”
ირაკლი კობახიძე – პირობითად, თუ არის 4-სულიანი ოჯახი, ის მიიღებს 40 000 ლარის კომპენსაციას, რაც, იმედი გვაქვს, რომ მოხმარდება, პირველ რიგში საცხოვრისით უზრუნველყოფას, საბოლოო ჯამში ეს ოჯახის არჩევანია
პრემიერი დევნილი ოჯახებისთვის კომპენსაციაზე: სულ თუ არის, პირობითად 4-სულიანი ოჯახი, ის მიიღებს 40 000 ლარის კომპენსაციას, რაც, იმედი გვაქვს, რომ მოხმარდება, პირველ რიგში საცხოვრისით უზრუნველყოფას, საბოლოო ჯამში ეს ოჯახის არჩევანია
კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ამოქმედდება დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციის პროგრამა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დახმარება დევნილებს - იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახს, რომელსაც დღემდე ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია, საშუალება ექნება ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი მიიღოს
ციტატები სტატიიდან
„კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე“
„საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ“
„განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად“
„წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი“
„ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და ბიუჯეტი გაიზრდება“
„შედეგად, 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი საცხოვრისი“
„მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალი ბინები დამატებით 2,600 დევნილ ოჯახს გადაეცემა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…