კობახიძის თქმით, დევნილებს ბინის ნაცვლად, ფულად კომპენსაციასაც შესთავაზებენ
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევნილ ოჯახებს საცხოვრებლის ნაცვლად თითოეულ წევრზე 10 000 ლარის ოდენობის ფულად კომპენსაციას შესთავაზებენ, რისთვისაც წელს ბიუჯეტიდან 58 მილიონი ლარი გამოიყოფა. მისი თქმით, პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება.

ივანიშვილის პრემიერის თქმით, დევნილებს ბინის ნაცვლად, ფულად კომპენსაციასაც შესთავაზებენ. ამის შესახებ კობახიძემ ბრიგინგზე განაცხადა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრებელი ან შესაბამისი კომპენსაცია, შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი - საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ.
"კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაციები გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად.", - თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ პროგრამისთვის მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან გამოიყოფა 58 მილიონი ლარი.
"აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომავალ წლებში ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ,რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად, გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს. დარწმუნებული ვართ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამით ათასობით დევნილი ოჯახი ისარგებლებს. თითოეულ დევნილ ოჯახს ვუსურვებთ კეთილდღეობას და მშობლიურ კუთხეში მალე დაბრუნებას. მადლობას ვუხდი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს ამ საკითხების მომზადებისთვის. მადლობას ვუხდი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის", - თქვა კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
12 სტატიადევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა - 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე
დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებიც გაიცემა ბინების ნაცვლად – კობახიძე
₾10 000 ოჯახის თითოეულ წევრზე - მთავრობა დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების პროგრამასაც აამოქმედებს
10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითო წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს
რომელ დევნილს შეეძლება 10 000 ლარის მიღება და რა პირობებით? – კობახიძე
კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ამოქმედდება დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციის პროგრამა, რომელში ჩართვაც ნებაყოფლობითი იქნება, კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 10 000 ლარს ოჯახის თითოეულ წევრზე
პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება, კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე
პრემიერი: “მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე”
ირაკლი კობახიძე – პირობითად, თუ არის 4-სულიანი ოჯახი, ის მიიღებს 40 000 ლარის კომპენსაციას, რაც, იმედი გვაქვს, რომ მოხმარდება, პირველ რიგში საცხოვრისით უზრუნველყოფას, საბოლოო ჯამში ეს ოჯახის არჩევანია
პრემიერი დევნილი ოჯახებისთვის კომპენსაციაზე: სულ თუ არის, პირობითად 4-სულიანი ოჯახი, ის მიიღებს 40 000 ლარის კომპენსაციას, რაც, იმედი გვაქვს, რომ მოხმარდება, პირველ რიგში საცხოვრისით უზრუნველყოფას, საბოლოო ჯამში ეს ოჯახის არჩევანია
კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ამოქმედდება დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციის პროგრამა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დახმარება დევნილებს - იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახს, რომელსაც დღემდე ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია, საშუალება ექნება ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი მიიღოს
ციტატები სტატიიდან
„მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება“
„კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაციები გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად.“
„აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომავალ წლებში ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ,რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად, გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს. დარწმუნებული ვართ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამით ათასობით დევნილი ოჯახი ისარგებლებს. თითოეულ დევნილ ოჯახს ვუსურვებთ კეთილდღეობას და მშობლიურ კუთხეში მალე დაბრუნებას. მადლობას ვუხდი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს ამ საკითხების მომზადებისთვის. მადლობას ვუხდი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…