რომელ დევნილს შეეძლება 10 000 ლარის მიღება და რა პირობებით? – კობახიძე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ბინა ჯერ არ მიუღიათ, საცხოვრებლის ნაცვლად თითო წევრზე 10 000 ლარის კომპენსაციის მოთხოვნა შეეძლებათ. პროგრამისთვის მიმდინარე წელს 58 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა, შეუძლიათ კომპენსაციის მოთხოვნა – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან თქვა, რომ წლების განმავლობაში კი შენდება კორპუსები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
პროცესების ასაჩქარებლად მივიღეთ გადაწყვეტილება: საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების ნაწილად საცხოვრებლისა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელშიც ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება.
თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც არ მსურს მიღებული საცხოვრისი, ექნება უფლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განცხადება საცხოვრებლის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაციები გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად.
ამავე პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოყოფილია 58 მილიონი ლარი და ამ პროგრამის ბიუჯეტი მომდევნო წლებშიც კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და სოფლად სახლის პროგრამა იმ დევნილებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განცხადებას.
დარწმუნებულნი ვართ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამით ათასობით დევნილი ოჯახი ისარგებლებს. თითოეულ დევნილ ოჯახს ვუსურვებთ კეთილდღეობას და მშობლიურ კუთხეში დაბრუნებას, – ამბობს კობახიძე
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
12 სტატიაკობახიძის თქმით, დევნილებს ბინის ნაცვლად, ფულად კომპენსაციასაც შესთავაზებენ
დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა - 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე
დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებიც გაიცემა ბინების ნაცვლად – კობახიძე
₾10 000 ოჯახის თითოეულ წევრზე - მთავრობა დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების პროგრამასაც აამოქმედებს
10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითო წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს
კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ამოქმედდება დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციის პროგრამა, რომელში ჩართვაც ნებაყოფლობითი იქნება, კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 10 000 ლარს ოჯახის თითოეულ წევრზე
პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება, კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე
პრემიერი: “მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე”
ირაკლი კობახიძე – პირობითად, თუ არის 4-სულიანი ოჯახი, ის მიიღებს 40 000 ლარის კომპენსაციას, რაც, იმედი გვაქვს, რომ მოხმარდება, პირველ რიგში საცხოვრისით უზრუნველყოფას, საბოლოო ჯამში ეს ოჯახის არჩევანია
პრემიერი დევნილი ოჯახებისთვის კომპენსაციაზე: სულ თუ არის, პირობითად 4-სულიანი ოჯახი, ის მიიღებს 40 000 ლარის კომპენსაციას, რაც, იმედი გვაქვს, რომ მოხმარდება, პირველ რიგში საცხოვრისით უზრუნველყოფას, საბოლოო ჯამში ეს ოჯახის არჩევანია
კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ამოქმედდება დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციის პროგრამა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დახმარება დევნილებს - იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახს, რომელსაც დღემდე ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია, საშუალება ექნება ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი მიიღოს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…