პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს“ - სოსო ფხაკაძე

BAG ინდექსის მიხედვით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 2019 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს, 48.4 ქულას მიაღწია, თუმცა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის თქმით, კადრების დეფიციტი სერიოზულ გამოწვევად რჩება.

„BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს“ - სოსო ფხაკაძე
BM.GE

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ PMC კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, BAG ინდექსის მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ქვეყანაში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმზეა და 48.4 ქულას შეადგენს. პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება დასაქმების, ანაზღაურებისა და საინვესტიციო გეგმების მიმართულებითაც, თუმცა სექტორის წინაშე კვლავ რჩება სამუშაო ძალისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი.

აღნიშნულ შედეგებსა და ბიზნესგარემოს მიმდინარე ტენდენციებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე აფასებს, მისი თქმით, „BAG ინდექსის მესამე კვარტალის შედეგები ნათლად აჩვენებს საქართველოს ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა, BAG ინდექსის წარმოების დაწყების დღიდან, ანუ 2019 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს, 48.4 ქულას მიაღწია. ამ კუთხით გამორჩეული ზრდა და პოზიტიური განწყობები მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში დაფიქსირდა“.

აღსანიშნავია, რომ პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება დასაქმებისა და ანაზღაურების მიმართულებითაც. კერძოდ, დასაქმების ბარომეტრი 32.9 ქულამდე გაუმჯობესდა, ხოლო გამოკითხულ კომპანიათა 30% მეოთხე კვარტალში ხელფასების ზრდას გეგმავს. გარდა ამისა, წინა კვარტალთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე მიუთითებენ.

კვლავ მაღალ დონეზე რჩება კერძო სექტორის საინვესტიციო აქტივობაც. კომპანიების 68% 2026 წელს ინვესტიციების გაზრდას გეგმავს, რაც ძირითადად აღჭურვილობისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას მოხმარდება.

„აღნიშნული შედეგი ნათლად აჩვენებს, რომ ქართული ბიზნესი არათუ ინარჩუნებს სტაბილურობას, არამედ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ბუნებრივია, ბიზნეს კლიმატის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი ზრდისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისთვის.

რა თქმა უნდა, ამ პოზიტიურ ფონზე არსებობს გამოწვევებიც. BAG ინდექსის ამა წლის მესამე კვარტლის კვლევის ფარგლებში, ჩატარებული გამოკითხვა ამჯერადაც ადასტურებს, რომ სამუშაო ძალისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით მშენებლობის სექტორში, სერიოზულ გამოწვევად რჩება. თუმცა კერძოდ სექტორის ასეთი პოზიტიური განწყობები და მზარდი ინვესტიციები იძლევა იმის რესურსს, რომ კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ერთობლივი ძალებით შეძლონ დაბრკოლებების გადალახვა ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიBAG ინდექსი: ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიBAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
  3. BM.GEოპოზიციურიწელს ბიზნესის 68% ინვესტიციების ზრდას ელის, ყველაზე ოპტიმისტური განწყობა მშენებლობის სექტორშია | BAG-ის ინდექსი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
BAG Index - 2026 წლის III კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა (64%) არ ელის მომავალ 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები