პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოსო ფხაკაძე: ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ნდობა ღია, კონსტრუქციული და პროფესიული დიალოგით მიიღწევა

სოსო ფხაკაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა მომავლის რწმენით შენდება, რასაც ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ნდობა და ღია, პროფესიული დიალოგი სჭირდება.

"უკვე მეოთხე წელია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია ერთ დარბაზში თავს გვიყრის და გვაერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ეკონომიკური მომავლის საქმეში განსაკუთრებული წვლილი და როლი შეაქვთ. ამ წლების განმავლობაში, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ჩვენი ასოციაციაც, დღეს იგი მოიცავს დაახლოებით 1 500 კომპანიას და მიმდინარე წელსაც ჩვენს რიგებს კიდევ რამდენიმე ათეულობით ახალი კომპანია დაემატა", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - "ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ნდობა კონსტრუქციული და პროფესიული დიალოგით მიიღწევა.

"ბუნებრივია, ეს ზრდა და ეს ნდობა ორგანიზაციისადმი გვახარებს და გვაძლიერებს და, ამავდროულად, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენი ვალია, ბიზნესის ხმა ქვეყანაში იყოს მკაფიო, იყოს საქმიანი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ წარმატებაზე.

ძვირფასო მეგობრებო, ქვეყნის ეკონომიკა შენდება მომავლის რწმენით და ამ რწმენას ქმნის ნდობა. ამ რწმენას სჭირდება ნდობა, ეს არის ნდობა ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის. ჩვენი დღევანდელი კონფერენციის მთავარი თემაც სწორედ ეს არის - ნდობა და დიალოგი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის. სწორედ ეს ნდობა მიიღწევა ღია, კონსტრუქციული და პროფესიული დიალოგით, ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის", - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

"ბიზნეს გარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" - ამ სახელწოდებით თბილისში ბიზნესასოციაციის კონფერენცია იმართება.

ღონისძიების მთავარი მიზანია კერძო სექტორსა და მთავრობას შორის პირდაპირი, ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის წარმართვა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნესის განვითარების პერსპექტივების შესახებ. კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა BAG ინდექსის პრეზენტაცია, რომლის კვლევის შედეგების მიხედვით შეფასდება ბიზნესის მიმდინარე განწყობები, არსებული ტენდენციები და კერძო სექტორის მოლოდინები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიჩვენი ვალია, ქვეყანაში ბიზნესის ხმა იყოს მკაფიო, საქმიანი და ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული - სოსო ფხაკაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის - პრემიერის მონაწილეობით კონფერენცია მიმდინარეობს. LIVEწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები