ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წელს ბიზნესის 68% ინვესტიციების ზრდას ელის, ყველაზე ოპტიმისტური განწყობა მშენებლობის სექტორშია | BAG-ის ინდექსი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევის მიხედვით, წევრი კომპანიების 68% 2026 წელს ინვესტიციების ზრდას ვარაუდობს, ხოლო ყველაზე ოპტიმისტური განწყობა მშენებლობის სექტორშია, სადაც ზრდას 77% გეგმავს.

წელს ბიზნესის 68% ინვესტიციების ზრდას ელის, ყველაზე ოპტიმისტური განწყობა მშენებლობის სექტორშია | BAG-ის ინდექსი
წელს ბიზნესის 68% ინვესტიციების ზრდას ელის, ყველაზე ოპტიმისტური განწყობა მშენებლობის სექტორშია | BAG-ის ინდექსიBM.GE

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების 68% ვარაუდობს, რომ 2026 წელს, 2025 წელთან შედარებით, მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება. ამის შესახებ ნათქვამია „BAG ინდექსის“ 2026 წლის მესამე კვარტალის ანგარიშში, რომელიც ასოციაციამ, PMC კვლევით ცენტრთან და გერმანულ ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობით მოამზადა.

კვლევის თანახმად, საინვესტიციო მოლოდინები წლის პირველ კვარტალთან შედარებით მცირედით გაუმჯობესდა. I კვარტალში ჩატარებული გამოკითხვისას ინვესტიციების ზრდას კომპანიების 65% პროგნოზირებდა.

ახალი ანგარიშის მიხედვით, გამოკითხული ბიზნესების 27% 2026 წელს საინვესტიციო მოცულობის ცვლილებას არ ელის, ხოლო შემცირებას მხოლოდ 4% მოელის.

სექტორების მიხედვით, 2026 წლისთვის საინვესტიციო გეგმების კუთხით ყველაზე ოპტიმისტური განწყობა მშენებლობის სექტორშია, სადაც ჯამური ინვესტიციების ზრდას კომპანიების 77% გეგმავს. წლის I კვარტალთან შედარებით, მშენებლობის სექტორში საინვესტიციო პროგნოზი 17 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

სხვა სექტორებში ინვესტიციების ზრდის მოლოდინები ასე გადანაწილდა:

მომსახურების სექტორი - 68%;

ვაჭრობა - 66%;

მრეწველობა - 63%.

რაც შეეხება ინვესტიციების კონკრეტულ მიმართულებებს, ბიზნესები ყველაზე მეტად კაპიტალდაბანდებას პროგრამულ უზრუნველყოფასა/მონაცემთა ბაზებსა (62%) და აღჭურვილობაში (61%) გეგმავენ. შენობა-ნაგებობებში ინვესტიციების ზრდას გამოკითხულთა 56% ელის.

კვლევამ ასევე შეაჯამა 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციებიც: გამოკითხული კომპანიების 64%-მა დააფიქსირა, რომ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციები გაიზარდა, 34%-ისთვის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა, ხოლო 2%-ისთვის - შემცირდა. 2025 წელს ინვესტიციების ზრდა ყველაზე მეტად მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობაში დაფიქსირდა (70%).

BAG ინდექსი ყოველკვარტალურად ქვეყნდება და ასოციაციის წევრი კომპანიებისა და მათ ჯგუფში შემავალი საწარმოების მმართველი მენეჯერების გამოკითხვას ეფუძნება. 2026 წლის III კვარტალის გამოკითხვა 1-16 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?