N6 ციხის ბადრაგების ცემის ფაქტზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინეს
პროკურატურის განცხადებით, N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმისა და ცემის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალი წარუდგინეს, რისთვისაც მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინეს – განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
უწყების მტკიცებით, „იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 დაწესებულების, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანში მოთავსებულმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა ბ. ჭ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან შემოწმების მიზნით მისულ დაწესებულების დირექტორის მოადგილეს”.
“ასევე, 4 ოქტომბერს N6 პენიტენციური დაწესებულებაში, სასეირნო სივრციდან დაბრუნებისას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ჯ. ჯ. და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ვ. თ. თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს“, – ამბობს პროკურატურა.
პროკურატურა აცხადებს, რომ მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაპროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
N6 ციხის ბადრაგების ცემის ფაქტზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინეს
პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა
ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 პატიმარს ბრალდება წარედგინა – POG
პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…