ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების თანახმად, მათ ციხის დირექტორის მოადგილესა და მთავარ ინსპექტორზე იძალადეს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 დაწესებულების, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანში მოთავსებულმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა ბ. ჭ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან შემოწმების მიზნით მისულ დაწესებულების დირექტორის მოადგილეს. ასევე, 4 ოქტომბერს N6 პენიტენციური დაწესებულებაში, სასეირნო სივრციდან დაბრუნებისას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ჯ. ჯ. და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ვ. თ. თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს.

მსჯავრდებულ ბ.ჭ.-ს, რომელმაც წარსულშიც იძალადა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელზე, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა არაერთგზის) წარედგინა, ხოლო მსჯავრდებულებს ჯ.ჯ.-ს და ვ.თ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრებული პირის მიერ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს," - ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?