ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 პატიმარს ბრალდება წარედგინა – POG

საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტროქართული ოცნება

პროკურატურის ინფორმაციით, N6 ციხის თანამშრომლებზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უწყების მტკიცებით, პატიმრები თავს დაესხნენ ციხის დირექტორის მოადგილესა და მთავარ ინსპექტორს.

ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 პატიმარს ბრალდება წარედგინა – POG
ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 პატიმარს ბრალდება წარედგინა – POGნეტგაზეთი

პროკურატურის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინეს. საქმე ეხება მე-6 ციხეში მომხდარს.

უწყება ამბობს, რომ ბ.ჭ. – მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, ხოლო ჯ. ჯ.-მ და ვ.თ.-მ – დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს.

„იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 დაწესებულების, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანში მოთავსებულმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა ბ. ჭ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან შემოწმების მიზნით მისულ დაწესებულების დირექტორის მოადგილეს.

ასევე, 4 ოქტომბერს, N6 პენიტენციური დაწესებულებაში, სასეირნო სივრციდან დაბრუნებისას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ჯ. ჯ. და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ვ. თ. თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს“, – წერია განცხადებაში.

პროკურატურა ამბობს, რომ ბ.ჭ.-მ, წარსულშიც იძალადა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელზე.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა არაერთგზის) წარედგინა.

ხოლო მსჯავრდებულებს, ჯ.ჯ.-ს და ვ.თ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრებული პირის მიერ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა) წარედგინათ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახმა თქვა, რომ პატიმრებმა დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს და ისინი დეესკალაციის საკნებში გადაიყვანეს. საპასუხოდ 5 ოქტომბერს პენიტენციურმა კადრები გაავრცელა და თქვა, რომ პატიმრების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა მოხდა „კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც უშუალოდ მსჯავრდებულების, ისე სხვა პირთა (დაწესებულების თანამშრომლების) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.

დავითაძე ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ეს ინფორმაცია მან სააპელაციო სასამართლოში, სხდომაზე გაავრცელა. ინციდენტი 2025 წელს მოხდა. პროკურატურამ 10 ოქტომბერს თქვა, რომ პატიმრის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც უშუალოდ მსჯავრდებულების, ისე სხვა პირთა (დაწესებულების თანამშრომლების) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?