მიხეილ სარჯველაძე დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების პროგრამაზე: ეს დამატებითი შესაძლებლობაა დევნილი ოჯახებისთვის, რომ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი პროგრამა შეარჩიონ. ერთადერთი პირობა, რაც არის პროგრამაში მონაწილეობისთვის, რომ კონკრეტულ ოჯახთან მიმართებაში სახელმწიფოს უკვე არ ჰქონდეს შესრულებული ის მოვალეობა, რომელიც უკავშირდება განსახლების ვალდებულებას
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დევნილ ოჯახებს ბინის რიგში დგომის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობა ექნებათ, რისთვისაც სახელმწიფოსგან 59 მილიონი დაიხარჯება.

„ეს დამატებითი შესაძლებლობაა დევნილი ოჯახებისთვის, რომ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი პროგრამა შეარჩიონ“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პრემიერის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც დევნილი ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემას უკავშირდება.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფომ წლების წინ აიღო ვალდებულება დევნილების საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილების.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ მიზნით ორი პროგრამა მოქმედებს, ეს არის „სოფლად სახლი“ და ახალი კორპუსების აშენება და დევნილებისთვის ბინების გადაცემა თუმცა ახალი ინიციატივა ქმნის შესაძლებლობას, რომ მოლოდინის რეჟიმში მყოფმა დევნილმა ოჯახმა უარი თქვან რიგში დგომაზე და მოითხოვონ კომპენსაციის სახით თანხა.
„შესაძლოა ხანგრძლივი მოლოდინის პირობები გამო, სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგალითად ჰქონდეთ ფინანსური შესაძლებლობა ცალკეულ ოჯახებს ისეთი მხოლოდ მხარდაჭერის საჭიროება შეიძლება არსებობდეს მათთვის. მათ აქვთ შეიძლება თავიანთი რესურსიც და შეიძლება დამოუკიდებლადაც შეუძლიათ მასზე ზრუნვა. ასეთ დროს მხარდაჭერა ასეთი ოჯახების და ფინანსური მონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება მათთვის უფრო ხელსაყრელი იყოს, ვიდრე რამდენიმე წლის განმავლობაში, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით ლოდინი რიგის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მთავარი კრიტერიუმი, რაც დევნილმა ოჯახმა თანხის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს ის არის, რომ მას არ უნდა ჰქონდეს უკვე მიღებული ფართო ან კომპენსაცია სახელმწიფოსგან.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კომპენსაციის მოთხოვნა ნებაყოფლობითია და დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, რომ კვლავ გააგრძელონ ლოდინი ბინით დაკმაყოფილებისთვის.
„ერთადერთი პირობა, რაც არის პროგრამაში მონაწილეობისთვის, რომ კონკრეტულ ოჯახთან მიმართებაში სახელმწიფოს უკვე არ ჰქონდეს შესრულებული ის მოვალეობა, რომელიც უკავშირდება განსახლების ვალდებულებას. იმავდროულად, რიგითობით იქნება დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 59 მილიონიო დაიხარჯება ამ პროგრამისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, 2012 წლამდე ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა 25 მილიონი წლიური ბიუჯეტი, ახლა კი მხოლოდ განსახლების პროგრამისთვის გათვალისწინებულია 240 მილიონი.
ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გარდა სახლებით და ბინებით დაკმაყოფილებისა, ხელისუფლება დევნილ ოჯახებს ფულად კომპენსაციებს სთავაზობს.
ციტატები სტატიიდან
„ეს დამატებითი შესაძლებლობაა დევნილი ოჯახებისთვის, რომ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი პროგრამა შეარჩიონ“
„შესაძლოა ხანგრძლივი მოლოდინის პირობები გამო, სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგალითად ჰქონდეთ ფინანსური შესაძლებლობა ცალკეულ ოჯახებს ისეთი მხოლოდ მხარდაჭერის საჭიროება შეიძლება არსებობდეს მათთვის. მათ აქვთ შეიძლება თავიანთი რესურსიც და შეიძლება დამოუკიდებლადაც შეუძლიათ მასზე ზრუნვა. ასეთ დროს მხარდაჭერა ასეთი ოჯახების და ფინანსური მონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება მათთვის უფრო ხელსაყრელი იყოს, ვიდრე რამდენიმე წლის განმავლობაში, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით ლოდინი რიგის“
„ერთადერთი პირობა, რაც არის პროგრამაში მონაწილეობისთვის, რომ კონკრეტულ ოჯახთან მიმართებაში სახელმწიფოს უკვე არ ჰქონდეს შესრულებული ის მოვალეობა, რომელიც უკავშირდება განსახლების ვალდებულებას. იმავდროულად, რიგითობით იქნება დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 59 მილიონიო დაიხარჯება ამ პროგრამისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.