ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯანდაცვის მინისტრი პენსიებისა და დევნილთა კომპენსაციის პროგრამაზე: უპრეცედენტოდ მასშტაბურია, სახელმწიფო მხრიდან გამოვლინებული ნება

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გაზრდილი პენსიებისა და დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამა უპრეცედენტოდ მასშტაბურია, ხოლო დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში 58 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ჯანდაცვის მინისტრი პენსიებისა და დევნილთა კომპენსაციის პროგრამაზე: უპრეცედენტოდ მასშტაბურია, სახელმწიფო მხრიდან გამოვლინებული ნება
ჯანდაცვის მინისტრი პენსიებისა და დევნილთა კომპენსაციის პროგრამაზე: უპრეცედენტოდ მასშტაბურია, სახელმწიფო მხრიდან გამოვლინებული ნებარუსთავი 2

ბატონო პრემიერ-მინისტრო, უპირველესად, მადლობა უნდა გამოგიცხადოთ თქვენ - ეს იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილებები იმთავითვე ინიციირებული და მხარდაჭერილი იქნა თქვენს მიერ და ამისთვის მინდა გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მიხეილ სარჯველაძემ შეაფასა ინიციატივები რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრმა გააჟღერა, გაზრდილ პენსიასა და დევნილების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამასთან დაკავშირებით.

"ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივებია, როგორც პირველი, ისე მეორე ინიციატივა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, რასაც სოციალური უზრუნველყოფა ჰქვია ხანდაზმული პირების და ამ თვალსაზრისით, მართლაც უპრეცედენტოდ მასშტაბურია, სახელმწიფოs მხრიდან გამოვლენილი ნება, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს სოციალური თვალსაზრისით პირები, რომელსაც ყველაზე მეტად შეიძლება ეს ესაჭიროებოდეთ.

რაც შეეხება დევნილთა მიმართულებას, რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტრუმენტი დაემატება ჩვენს შესაძლებლობებს და ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან სწრაფ ტემპს შესძენს რეალურად დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელსაც ახორციელებს სააგენტო.

ეს დავალება მიღებულია, დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში რეალურად გვექნება შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ განაცხადების მიღებაც და შესაბამისად რეაგირებაც, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით.

ამ წლის დარჩენილ პერიოდშია გათვალისწინებული 58 მილიონი, როგორც აღინიშნა და ეს მართლაც ძალიან სწრაფი ტემპით უამრავი ოჯახის რეალურად არსებული პრობლემის გადაჭრის რეალური და ქმედითი მექანიზმი გახლავთ. ამისთვის კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივებია, როგორც პირველი, ისე მეორე ინიციატივა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, რასაც სოციალური უზრუნველყოფა ჰქვია ხანდაზმული პირების და ამ თვალსაზრისით, მართლაც უპრეცედენტოდ მასშტაბურია, სახელმწიფოs მხრიდან გამოვლენილი ნება, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს სოციალური თვალსაზრისით პირები, რომელსაც ყველაზე მეტად შეიძლება ეს ესაჭიროებოდეთ. რაც შეეხება დევნილთა მიმართულებას, რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტრუმენტი დაემატება ჩვენს შესაძლებლობებს და ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან სწრაფ ტემპს შესძენს რეალურად დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელსაც ახორციელებს სააგენტო. ეს დავალება მიღებულია, დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში რეალურად გვექნება შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ განაცხადების მიღებაც და შესაბამისად რეაგირებაც, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით. ამ წლის დარჩენილ პერიოდშია გათვალისწინებული 58 მილიონი, როგორც აღინიშნა და ეს მართლაც ძალიან სწრაფი ტემპით უამრავი ოჯახის რეალურად არსებული პრობლემის გადაჭრის რეალური და ქმედითი მექანიზმი გახლავთ. ამისთვის კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა,“
მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?