პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძემ ქვეყანაში წარმართულ პროცესებზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსაც დააკისრა

საქართველოს მთავრობაქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოშია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას მთლიანად იზიარებს. პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, „ქართულ ოცნებაში“ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არავინ იღებს.

კობახიძემ ქვეყანაში წარმართულ პროცესებზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსაც დააკისრა
TV პირველი

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას იმ პროცესზებზე, რაც ქვეყანაში წარიმართება.

განცხადება "ქართული ოცნების" ლიდერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"პირველების" კითხვაზე, როდის ესაუბრა პარტიის დამფუძნებელს, კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილს დღესაც ესაუბრა და მასთან ხშირი კომუნიკაცია აქვს.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ "ოცნების" დამფუძნებელი საქართველოშია, თუმცა არ ასახელებს ქალაქს, სად იმყოფება ივანიშვილი.

ის [ბიძინა ივანიშვილი] არის გუნდის ლიდერი, შესანამისად, ისევე როგორც გუნდი, თითიეული ჩვენგანი, მთლიანად იზიარებს პასუხისმგებლობას, იმ პროცესზებზე რაც ქვეყანაში წარიმართება. -თქვა კობახიძემ.

მისი მტკიცებით, "ქართული ოცნების" გუნდში ერთპიროვნულ გადაწყვეტოლებებს არავინ, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილი იღებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე - უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, ბოლომდეა ჩართული პროცესებში - ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს, მათ შორის დღესაც მქონდა
  2. ტაბულაოპოზიციურიივანიშვილისგან ვიღებთ რჩევებს, საკითხებს ერთად განვიხილავთ - კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძე ივანიშვილზე: დაბრუნება არ სჭირდება, ის პოლიტიკაშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები