პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძე

ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მინისტრს ხელფასი მინიმუმ 12 000 ლარი უნდა ჰქონდეს, რადგან ამაზე ნაკლების მიცემა მის კორუფციისკენ ბიძგებას ნიშნავს.

12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძე
ნეტგაზეთი

ირაკლი კობახიძის აზრით, თუ მინისტრს 12 000 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი, ნიშნავს, რომ მას „უბიძგებ კორუფციისკენ“. მისივე მტკიცებით, 12 000 ლარი აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინისტრს ხელფასი.

კობახიძემ თქვა, რომ ანტიკორუფციულ ზომად განიხილება ზოგადად თანამდებობის პირების სათანადო ხელფასით უზრუნველყოფა.

„მინისტრებზეც სპეკულირებენ, რომ მინისტრს აქვს პენსიონერზე 30-ჯერ მეტი ხელფასი, თუ რამდენიც არის ხომ?! სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მინისტრს თუ მისცემ იმაზე ნაკლებ ხელფასს, რაც აქვს, რაც არის ზუსტად არ ვიცი, ხელზე იღებენ ალბათ დაახლოებით 12 000 ლარს ხომ ახალი მაჩვენებლებით, 12 000-ზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ…

აბსურდია, როგორ შეიძლება მინისტრს ჰქონდეს, თან კერძო სექტორში ხელფასები არის რადიკალურად გაზრდილი. მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს მინისტრს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით მინიმუმ 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ 12 000 ლარი მინისტრისთვის არის ბევრი, ნორმალურია ეს?! ხომ არ არის ბევრი“, – ამბობს კობახიძე.

მან ასევე თქვა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, „ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს, რაც „ანტიკორუფციული ზომა იყო“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციური₾12 000-ზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ - ირაკლი კობახიძე
  2. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი
  3. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა, დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი
  4. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ, რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში ექნებოდა დაახლოებით 50 000-100 000 ლარი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები