ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, თანამდებობის პირების სათანადო ხელფასით უზრუნველყოფა ანტიკორუფციული ზომაა, ხოლო მათი შემოსავლების პენსიებთან შედარება — სპეკულაცია.

წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი, ეს მხოლოდ სპეკულაციაა.
„ეს წმინდა წყლის სპეკულაცია. პენსიებთან შედარებაც არის წმინდა წყლის სპეკულაცია. პენსიასთან დაკავშირებით ერთი რამ შემეძლება გითხრათ, რომ მარტო ხუთჯერ კი არ გაიზარდა ზოგადად პენსია საქართველოში 2012 წლის შემდეგ, პროცენტულადაც გაიზარდა, ანუ ბიუჯეტში წილი რაც იყო, ისიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 18%-ზეა ასული მთლიანობაში პენსიების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში, 16-ია დაახლოებით ასაკობრივი პენსია და საპენსიო სქემის დაფინანსება არის დამატებით. 18 პროცენტი როცა იხარჯება პენსიებზე, ხარ ზღვარზე, ამის იქით შენ ახალისებ ინფლაციას და ანელებ ეკონომიკურ ზრდას. როცა ვსაუბრობთ პენსიასა და თანამდებობის პირის თანაფარდობა არის ამდენი, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.