ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

პაპუაშვილი: ევროპის დღეები აქციეს ევროპული სიძულვილის დღეებად

პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის საელჩომ ევროპის დღეები ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ აქციად და „ევროპული სიძულვილის დღეებად“ აქცია. მისი მტკიცებით, ღონისძიება საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე ჩატარდა და ვენის კონვენცია დაარღვია.

პაპუაშვილი: ევროპის დღეები აქციეს ევროპული სიძულვილის დღეებად
პაპუაშვილი: ევროპის დღეები აქციეს ევროპული სიძულვილის დღეებადტაბულა

ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია. ის, რასაც ვხედავთ ჩვენ ამ ე.წ. ევროპის დღეების სერიებით, რომელიც ბოლო 2-3 წელია ასე მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ვხედავთ, რომ ევროკავშირის საელჩო საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე აორგანიზებს ამ დღეებს, არც კი იწვევს ხელისუფლებას, თითქოს არ არსებობდეს, აქ იმყოფებოდნენ რაღაც ვაკუუმში და რაღაც ამ ხელისუფლების არმქონე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ამის შემდეგ, აქედან მოყოლებული, რეალურად, იქცა ეს ევროპული სიძულვილის დღეებად.

პირველ შემთხვევაში, გახსოვთ თქვენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა იყო, როდესაც თბილისში ჩატარდა 2024 წელს, თუ არ ვცდები, მაისში, ჟურნალისტებზე თავდასხმა ვნახეთ ევროპის ამ დღეებზე, შემდეგ ჯერზე 9 მაისს ისე ჩაატარეს ევროპის დღეები, რომ არც კი ახსენეს ქართველების წვლილი ფაშიზმზე გამარჯვებაზე და 9 მაისი არც კი მიულოცა ევროკავშირის ელჩმა ქართველ ხალხს, შემდეგ ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის მაგინებელი კორძაია ყავდათ მიწვეული გამომსველად და ახლაც ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის მაგინებელი, მიხეილ სააკაშვილის მრევლი ყავდათ მიწვეული მუსიკალურ წარმომადგენლობად.

ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ, რეალურად, აქამდე დაიყვანა ევროკავშირის საელჩომ ეს ყველაფერი, რომ ევროპის დღეები აქციეს ევროპული სიძულვილის დღეებად, რომელიც ყოველ ჯერზე არის სიძულვილის გამოხატვის, მათ შორის ევროკავშირის ელჩის გამოსვლებიც და ეს ბოლო გამოსვლაც, მათ შორის, ისევე როგორც წინა გამოსვლები რომ ავიღოთ, არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია, რომელიც არის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული, მისი თითოეული გამოსვლა და მთლიანად ღონისძიების მთელი შინაარსი, რომლის მიზანიც არის საზოგადოების განწყობა ხელისუფლების წინააღმდეგ.

ამას ემატება ბონუსად სიძულვილი, რომელსაც ამ დღეებით, ამ ღონისძიებებით თესავენ. ასე რომ, “ვულოცავ ევროკავშირის ელჩს,” რომ ევროპის დღეები მან აქცია ევროპული სიძულვილის დღეებად. არ ვიცი აპირებს თუ არა ევროპული სიძულვილის დღეების გაგრძელებას, მაგრამ რაღაც ისე ჯიუტად იქცევა, რომ დარწმუნებული ვარ რაღაც ასეთებს მოიფიქრებს. უტიფრად ცდილობს, რომ საქართველოს მოსახლეობას ცხვირწინ უტრიალოს ის ხალხი, ვინც მათ აგინებს და ვინც სიძულვილს თესავს. ბოლოს, ყველაფერი ეს აჩვენებს სამწუხარო მდგომარეობას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ აქტორთან და აღარ გვაქვს საქმე დიპლომატიურ მისიასთან… ეს ბოლო ღონისძიებაც მაგალითი იყო ვენის კონვენციის დარღვევისა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?