ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი ევროპის დღის ღონისძიების შესახებ: „ეს რეალურად იქცა ევროპული სიძულვილის დღეებად. ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ აქტორთან. გარკვეული რეციდივია ვენის კონვენციის დარღვევისა”

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპის დღეები „ევროპული სიძულვილის დღეებად“ იქცა, ხოლო ევროკავშირის ელჩის ქმედებები ვენის კონვენციის დარღვევის რეციდივია.

შალვა პაპუაშვილი ევროპის დღის ღონისძიების შესახებ: „ეს რეალურად იქცა ევროპული სიძულვილის დღეებად. ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ აქტორთან. გარკვეული რეციდივია ვენის კონვენციის დარღვევისა”
შალვა პაპუაშვილი ევროპის დღის ღონისძიების შესახებ: „ეს რეალურად იქცა ევროპული სიძულვილის დღეებად. ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ აქტორთან. გარკვეული რეციდივია ვენის კონვენციის დარღვევისა”POSTV

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური აქცია – ის, რასაც ვხედავთ ე.წ. ევროპის დღეების სერიებით, რომელიც ბოლო ორი-სამი წელია, ასე მიმდინარეობს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში გამართულ ევროპის დღის ღონისძიებაზე საუბრისას.

„ევროკავშირის საელჩო საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე აორგანიზებს ამ დღეებს და ხელისუფლებას ღონისძიებაზე არც კი იწვევს.

ეს რეალურად იქცა ევროპული სიძულვილის დღეებად. პირველ შემთხვევაში, ჟურნალისტებზე თავდასხმა იყო; შემდეგ, 9 მაისს ისე ჩაატარეს ევროპის დღეები, რომ ფაშიზმზე გამარჯვებაში არც კი ახსენეს ქართველების წვლილი; შემდეგ ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის მაგინებელი კორძაია ჰყავდათ მიწვეული გამოსვლელად და ახლაც ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის მაგინებელი, მიხეილ სააკაშვილის მრევლი ჰყავდათ მიწვეული მუსიკალურ წარმომადგენლობად. აქამდე დაიყვანა ევროკავშირის ელჩმა ეს დღეები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ელჩის თითოეული გამოსვლა ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, რომლის მიზანი არის საზოგადოების განწყობა ხელისუფლების წინააღმდეგ.

ამას ემატება ბონუსად ის სიძულვილი, რომელსაც თესავენ.

„ვულოცავ“ ევროკავშირის ელჩს, რომ ევროპის დღეები მან აქცია ევროპული სიძულვილის დღეებად. უტიფრად ცდილობს, რომ საქართველოს მოსახლეობას ცხვირწინ უტრიალოს ის ხალხი, ვინც მათ აგინებს და ვინც სიძულვილს თესავს.

ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ აქტორთან და აღარ გვაქვს საქმე დიპლომატიურ მისიასთან. ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა. რაც ჰერჩინსკისმ არაერთხელ ჩაიდინა, გარკვეული რეციდივია ვენის კონვენციის დარღვევისა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური აქცია – ის, რასაც ვხედავთ ე.წ. ევროპის დღეების სერიებით, რომელიც ბოლო ორი-სამი წელია, ასე მიმდინარეობს“
შალვა პაპუაშვილი
„ევროკავშირის საელჩო საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე აორგანიზებს ამ დღეებს და ხელისუფლებას ღონისძიებაზე არც კი იწვევს. ეს რეალურად იქცა ევროპული სიძულვილის დღეებად. პირველ შემთხვევაში, ჟურნალისტებზე თავდასხმა იყო; შემდეგ, 9 მაისს ისე ჩაატარეს ევროპის დღეები, რომ ფაშიზმზე გამარჯვებაში არც კი ახსენეს ქართველების წვლილი; შემდეგ ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის მაგინებელი კორძაია ჰყავდათ მიწვეული გამოსვლელად და ახლაც ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის მაგინებელი, მიხეილ სააკაშვილის მრევლი ჰყავდათ მიწვეული მუსიკალურ წარმომადგენლობად. აქამდე დაიყვანა ევროკავშირის ელჩმა ეს დღეები“
შალვა პაპუაშვილი
„ელჩის თითოეული გამოსვლა ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, რომლის მიზანი არის საზოგადოების განწყობა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამას ემატება ბონუსად ის სიძულვილი, რომელსაც თესავენ. „ვულოცავ“ ევროკავშირის ელჩს, რომ ევროპის დღეები მან აქცია ევროპული სიძულვილის დღეებად. უტიფრად ცდილობს, რომ საქართველოს მოსახლეობას ცხვირწინ უტრიალოს ის ხალხი, ვინც მათ აგინებს და ვინც სიძულვილს თესავს. ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ აქტორთან და აღარ გვაქვს საქმე დიპლომატიურ მისიასთან. ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა. რაც ჰერჩინსკისმ არაერთხელ ჩაიდინა, გარკვეული რეციდივია ვენის კონვენციის დარღვევისა“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?