„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“- თბილისი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს
თბილისში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებსაც პატრიარქმა და ქვეყნის პირველმა პირებმა მიმართეს.

„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“- თბილისი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს. სიმპოზიუმის მეორე დღეს სამეცნიერო სხდომები ჩატარდება. სხვადასხვა ქვეყნის აკადემიკოსები, ფილოსოფოსები და თეოლოგები დღეს სამეცნიერო ნაშრომებს წარადგენენ.
სიმპოზიუმი გუშინ გაიხსნა და დამსწრე საზოგადოებას პატრიარქმა, პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს.
სამდღიანი საერთაშორისო სიმპოზიუმი მიზნად ისახავს ისტორიულ, თეოლოგიური, ფილოსოფიურ, კულტურულ და სოციოლოგიურ ჭრილში იმ ფასეულობებს შორის ურთიერთკავშირის მრავალმხრივ გააზრებას, როგორიცაა: საქართველოს ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში, ქვეყნის სულიერი და ისტორიული გზა და მისი კულტურული მემკვიდრეობა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.