პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მშვიდობის კუნძული აღმოვჩნდით იმ შეშლილ სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. სწორედ ის, რომ ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ, ეს აღმოჩნდა მთავარი რეცეპტი მშვიდობის შენარჩუნების - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველო "მშვიდობის კუნძული აღმოჩნდა" თანამედროვე სამყაროში. მისი თქმით, მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტი სხვისი ინტერესების გათვალისწინების ნაცვლად საკუთარი ეროვნული ინტერესებით მოქმედებაა.

მშვიდობის კუნძული აღმოვჩნდით იმ შეშლილ სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. სწორედ ის, რომ ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ, ეს აღმოჩნდა მთავარი რეცეპტი მშვიდობის შენარჩუნების - შალვა პაპუაშვილი
რუსთავი 2

"ჩვენ მშვიდობის კუნძული აღმოვჩნდით იმ მართლაც შეშლილ სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით და ეს არის ნამდვილად შეშლილი სამყარო," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტი, სხვის ინტერესებზე ფიქრის ნაცვლად, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაა.

"ცოტა ხნის წინ, ორი თუ სამი თვის წინ იყო, გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი, ზურა ჯაფარიძე - სამმა ადამიანმა პრესკონფერენცია ჩაატარეს, როდესაც ახლო აღმოსავლეთში იყო კრიზისი და ასე შემდეგ, რომ აი, ახლა საჭიროა, რომ რაღაც ამერიკის ინტერესები არის ასე და ასე და ჩვენ უნდა ვიფიქროთ რა შევთავაზოთ ამ ინტერესებისთვის. ანუ, წარმოგიდგენიათ ადამიანების ტვინის მოქმედება როგორ არის აწყობილი. რა ინტერესი აქვს სხვას და რა შევთავაზო ამ ინტერესისთვის მას, თუნდაც ჩემი ინტერესების საზიანოდ. ასე რომ არ ფიქრობს "ქართული ოცნება", იმიტომაც არის, რომ ჩვენ კუნძული აღმოვჩნდით მშვიდობის იმ მართლაც შეშლილ სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით და ეს არის ნამდვილად შეშლილი სამყარო.

აღარ არსებობს ის სისტემა, წესებზე დაფუძნებული, საერთაშორისო წესრიგის, რომელიც ჩვენ გვეგონა. გახსოვთ ხომ, გაეროს იმედი როგორ გვქონდა აფხაზეთში კონფლიქტის დროს და ბუტროს ბუტროს გალი ბავშვმაც კი იცოდა ვინ იყო და აი, გაერო რეზოლუციას მიიღებს... ეს ყველაფერი ხომ ჩაბარდა წარსულს. საერთოდ, ტერმინი გაერო და ორგანიზაცია გაერო ვინმეს საერთოდ უხსენებია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით? სინდისისთვის ერთ რეზოლუციას მიიღებენ წელიწადში და ეს არის. ამ რეზოლუციასაც ყურადღებას არავინ აქცევს, ისე იწყებენ ომებს, ისე ამთავრებენ ომებს, ისე დებენ ზავებს, რომ გაერო აბსოლუტურად არაქმედით ორგანიზაციად იქცა.

ასეთ შეშლილ სამყაროში ვართ და კიდევ ერთხელ, სწორედ ის, რომ ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ, ეს აღმოჩნდა მთავარი რეცეპტი მშვიდობის შენარჩუნების, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ხომ? ხომ მართლა ტრუიზმია იმაზე საუბარი, რომ შენ ინტერესებს თუ მისდევ, ეს უკეთესია შენი ქვეყნისთვის და არ უნდა იფიქრო სხვის ინტერესებზე", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: თუკი დავხედავთ რუსეთის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის ცას, პირდაპირ ჩანს, თუ რა არის ფასი ომის და კონფლიქტის - ჩვენ მშვიდობის კუნძული აღმოვჩნდით იმ მართლაც შეშლილ სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. სწორედ ის, რომ ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ, აღმოჩნდა მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები