სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობის წესი მკაცრდება
სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტით, არჩევნებსა და რეფერენდუმებში ხმის მისაცემად მოქალაქეს ბოლო 2 წლიდან მინიმუმ ერთი წელი ქვეყანაში მუდმივად ცხოვრება მოეთხოვება. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წარდგენილი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა.

სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობის წესი მკაცრდება.
ადგილობრივი მედია წერს, რომ დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ხმის მიცემის უფლება ექნებათ ქვეყნის იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც კენჭისყრამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში, სულ მცირე, ერთი წელი მუდმივად ცხოვრობდნენ სომხეთში.
ახალი კონსტიტუციის პროექტი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წარადგინა. დოკუმენტი საჯარო განხილვისთვის სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…