პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს თავის დროზე ბრიუსელისთვის რომ დაეჯერებინა, ქვეყანა დღეს ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული იქნებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გლობალური პროცესების ფონზე, საქართველომ საკუთარი გამოცდილებით სწორი და ბრძნული ნაბიჯები გადადგა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ცინიკურია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, რომელსაც უკრაინის ომში ერთი წვეთი სისხლიც არ დაუღვრია, ახლა პრეტენზიას აცხადებს, რომ სამშვიდობო და ახალი უსაფრთხოების შეთანხმებების ნაწილი იყოს.

"ამიტომაც იქცევა ქართველი ხალხი ბრძნულად, რომ ჩვენ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. ასევე, რამდენიმე თვეში დაწყებული ჩრდილოეთ ნაკადის მშენებლობა გერმანიასა და რუსეთს შორის. ყველაფერი დაუბრუნდა ნორმალურ ურთიერთობებს დასავლეთსა და რუსეთს შორის.

ასე იქნება ახლაც, არავის ეჭვი არ შეეპაროს, რომ ასე იქნება ახლაც. ისევ გადატვირთავენ ურთიერთობებს, ისევ მოხდება ნორმალიზება. ერთადერთი, ვინც, საბოლოო ჯამში, დაზარალდება, დაზარალდება ის ხალხი, ვინც ომში არის უშუალოდ მონაწილე. 2008-შიც ასე იყო საბოლოო ჯამში, დაზარალებული დავრჩით ჩვენ, ხოლო სხვა ქვეყნებმა ხელახლა გადაალაგეს საკუთარი ურთიერთობები. ისტორიულადაც ასე ხდებოდა და ასე იქნება ამჯერადაც.

ჩვენ გვესმის საუბრები, რომ საუბარია ევროპის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რომელიც რუსეთთან ერთად უნდა შემუშავდეს, როგორც ჩანს, არ ვიცი. აგერ, ერთის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი საუბრობენ, ევროკავშირი ამბობს, რომ უნდა ჩაერთოს ამ დისკუსიაში, ვინაიდან მისი უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ჩვენ რომ თავის დროზე ყური დაგვეგდო ბრიუსელისთვის და იმისთვის, რასაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, საბოლოო ჯამში, ყველა ყველაფერზე შეთანხმდებოდა და ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა. აი, ეს იქნებოდა ჩვენი ბედი.

ვხედავთ, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, ისე, რომ თვითონ ერთი წვეთი სისხლიც არ დაუღვრიათ უკრაინის ომში, ახლა პრეტენზიებს აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უნდათ იყვნენ და იმ ახალი უსაფრთხოების შეთანხმების ნაწილი უნდა იყვნენ და მათი ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ერთი წვეთი სისხლი არ დაუღვრიათ ამ ომში და უნდათ, რომ ამ ომის შედეგებში მათი ინტერესების გათვალისწინება მოხდეს, რაც თავისთავად კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ქართველებს, თუ რამდენად ცინიკური არის სამყარო.

ამიტომ, ჩვენ ეს თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, არა შემდეგ ვინანოთ რაღაც ნაბიჯები, როდესაც, საბოლოო ჯამში, ჩვენ დავზარალდებით, არამედ თავიდანვე გავთვალოთ და ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ ამ ყველაფერს თავიდანვე ვხედავდით, იმიტომაც ამ ესკალაციაში არ შევყვებით, ვინც მოგვიწოდებდა და საქართველომ მხოლოდ მოიგო ამ ყველაფრისგან. სხვა შემთხვევაში, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვა, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ასე იქნება ახლაც, საბოლოო ჯამში, ომში უშუალო მონაწილე ხალხი დაზარალდება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამიტომაც იქცევა ქართველი ხალხი ბრძნულად, რომ ჩვენ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. ასევე, რამდენიმე თვეში დაწყებული ჩრდილოეთ ნაკადის მშენებლობა გერმანიასა და რუსეთს შორის. ყველაფერი დაუბრუნდა ნორმალურ ურთიერთობებს დასავლეთსა და რუსეთს შორის. ასე იქნება ახლაც, არავის ეჭვი არ შეეპაროს, რომ ასე იქნება ახლაც. ისევ გადატვირთავენ ურთიერთობებს, ისევ მოხდება ნორმალიზება. ერთადერთი, ვინც, საბოლოო ჯამში, დაზარალდება, დაზარალდება ის ხალხი, ვინც ომში არის უშუალოდ მონაწილე. 2008-შიც ასე იყო საბოლოო ჯამში, დაზარალებული დავრჩით ჩვენ, ხოლო სხვა ქვეყნებმა ხელახლა გადაალაგეს საკუთარი ურთიერთობები. ისტორიულადაც ასე ხდებოდა და ასე იქნება ამჯერადაც. ჩვენ გვესმის საუბრები, რომ საუბარია ევროპის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რომელიც რუსეთთან ერთად უნდა შემუშავდეს, როგორც ჩანს, არ ვიცი. აგერ, ერთის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი საუბრობენ, ევროკავშირი ამბობს, რომ უნდა ჩაერთოს ამ დისკუსიაში, ვინაიდან მისი უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ჩვენ რომ თავის დროზე ყური დაგვეგდო ბრიუსელისთვის და იმისთვის, რასაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, საბოლოო ჯამში, ყველა ყველაფერზე შეთანხმდებოდა და ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა. აი, ეს იქნებოდა ჩვენი ბედი. ვხედავთ, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, ისე, რომ თვითონ ერთი წვეთი სისხლიც არ დაუღვრიათ უკრაინის ომში, ახლა პრეტენზიებს აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უნდათ იყვნენ და იმ ახალი უსაფრთხოების შეთანხმების ნაწილი უნდა იყვნენ და მათი ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ერთი წვეთი სისხლი არ დაუღვრიათ ამ ომში და უნდათ, რომ ამ ომის შედეგებში მათი ინტერესების გათვალისწინება მოხდეს, რაც თავისთავად კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ქართველებს, თუ რამდენად ცინიკური არის სამყარო. ამიტომ, ჩვენ ეს თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, არა შემდეგ ვინანოთ რაღაც ნაბიჯები, როდესაც, საბოლოო ჯამში, ჩვენ დავზარალდებით, არამედ თავიდანვე გავთვალოთ და ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ ამ ყველაფერს თავიდანვე ვხედავდით, იმიტომაც ამ ესკალაციაში არ შევყვებით, ვინც მოგვიწოდებდა და საქართველომ მხოლოდ მოიგო ამ ყველაფრისგან. სხვა შემთხვევაში, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ასე გვეპყრობოდა ჩვენ მოსკოვი, ახლა საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი, ასეთი აგდებული დამოკიდებულება აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან - შალვა პაპუაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები