ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა მსგავსება და რა განსხვავებაა ტრამპსა და ივანიშვილს შორის? – გია ნოდია

პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, დონალდ ტრამპსა და ბიძინა ივანიშვილს აერთიანებთ ავტორიტარული და ბიზნესური მიდგომა, თუმცა, მისი თქმით, თუ ტრამპს აშშ-ის სიდიადე სწამს, ივანიშვილის მიზანი საქართველოს „პატარა და საწყალ“ პირად აგარაკად გადაქცევაა.

რა მსგავსება და რა განსხვავებაა ტრამპსა და ივანიშვილს შორის? – გია ნოდია
რა მსგავსება და რა განსხვავებაა ტრამპსა და ივანიშვილს შორის? – გია ნოდიაალია

პოლიტოლოგი გია ნოდია:

ჩვენში პოპულარული გახდა ტრამპის და ივანიშვილის შედარება. კი, რაღაც მსგავსება არის: ორივე პოლიტიკას უყურებს, როგორც ბიზნესს, ძირეულად ორივე ავტორიტარული ტიპია, და ორივე რაღაცნაირად დაფშტვენილია (თუმცა სხვადასხვანაირად).

მაგრამ განსხვავება უფრო მნიშვნელოვანია. ტრამპის ლოზუნგია „Make America Great Again”, მას მართლა სწამს, რომ ამერიკის სიდიადეს აღადგენს. რამდენად ახერხებს ამას, სხვა თემაა. ბიძინას ლოზუნგი უნდა იყოს „Make Georgia small and insignificant again“, „გახადე საქართველო პატარა და საწყალი“ – ისეთი, რომ ერთი მომცრო მილიარდერის პირად აგარაკად გამოდგეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ოპოზიციის მასშტაბური მიტინგი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში (ვიდეო)წაიკითხე

უახლესი ამბები